ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26

 2016 წლის 26 დეკემბერი, ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 29/12/2015წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016280).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

 

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები