განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა 2016 წლის 25 აპრილს აცხადებს კონკურსს, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობები:

შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი - 2 ვაკანსია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ვაკანტური თანამდებობები:

1. საკრებულოს აპარატის იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი - 1 ვაკანსია.

2. საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში - 1 ვაკანსია.

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა 10 დღიანი ვადა 25 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით. კანდიდატს უფლება აქვს კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: საბუთების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებით.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები