განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2016 წლის 18 ივლისს აცხადებს კონკურსს, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

1. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ეკონომიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
2. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 2 ვაკანსია.
3. შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
4. ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
5. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი - 1 ვაკანსია.
6. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
7. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
8. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
9. ბუგეულის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
10. ცახის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი - 1 ვაკანსია.

 კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა 10 დღიანი ვადა 18 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით. კანდიდატს უფლება აქვს კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. 

სამართლებრივი აქტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები