განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა 2016 წლის 25 ნოემბერს აცხადებს კონკურსს, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკანსია:

1. საკრებულოს აპარატის იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანსიები:

1. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.

3. გამგებლის წარმომადგენელი სხვავის ადმინისტრაციულ ერთეულში - 1 ვაკანსია.

4. სხვავის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი - 1 ვაკანსია.

5. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო განყოფილების უფროსი - 1 ვაკანსია.

 კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა 10 დღიანი ვადა 25 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.

 კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

სამართლებრივი აქტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები