ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები: გერბი და დროშა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების შედეგად, 2015 წლის 06 იანვარს N01 დადგენილებით, დაადგინა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები: გერბი და დროშა, მათი გამოსახულებები და აღწერილობები. 

ამბროლაურის გერბი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

გერბის ფარის ძოწის ფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამწვერვალიანი მთა, რომელზეც მოთავსებულია ორი ძოწის ფერი ვაზის ფოთლიანი სტილიზებული ძოწის ფერი ყურძნის მტევანი. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი ძოწის ფერ ველზე.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხე–სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია „ამბროლაური“. ბაფთის სარჩული არის ძოწის ფერი.

ამბროლაურის დროშა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

მართკუთხა ნაჭერს პროპორციით 2/3. დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 3/4 და ძოწის ფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი. მეორე ნაწილს უჭირავს დროშის 1/4 და წარმოადგენს ვერცხლის ველს.
 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები