ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24

 2016 წლის 22 ნოემბერი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის N58 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 04/12/2014წ; სარეგისტრაციო კოდი 310090000.35.117.016236) დამტკიცებულ დანართ N1-ში და „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა“ ცვლილების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს დანართი N1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები