ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22

 2016 წლის 01 ნოემბერი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ (www.matsne.gov.ge; 29/12/2015წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016280) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პროგრამის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება (ქრონიკული ოსტეომიელიტი - M68.9; ღვიძლის ქვემწვავე უკმარისობა - K72.0; ანემია დაუზუსტებელი - D64.9; ჰეპატოსპლემონეგალია R16.2; რბილი ქსოვილების დეფექტი ლოკალური ინფექციით - L08.8; თითის ეკზარტიკულაციის შემდგომი პერიოდი; პოდაგრა - M10).“;

ბ) პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) ცნობა/ბრძანება პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება განისაზღვროს 2016 წლის 4 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები