ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21

 2016 წლის 01 ნოემბერი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N20 დადგენილების არარად აღიარების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
არარად იქნას აღიარებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/10/2016, 010250050.35.117.016302).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები