ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის რუკა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რუკა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი განთავსებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში. მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე და გაშენებულია გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან.

წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. მუნიციპალიტეტში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ამბროლაურში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

იხილეთ ასევე:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები