ხიდიკრის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი გელოვნიშვილი ხიდიკრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ხიმშისა და სოფ. კვაცხუთის მოასახლეობას შეხვდა

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ხიდიკრის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი გელოვნიშვილი, აგრეთვე საკრებულოს წევრები დავით სხირტლაძე და იური გიორგობიანი სოფ. კვაცხუთისა და სოფ. ხიმშის მოსახლეობას შეხვდნენ და ერთ წლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

დეპუტატებმა მოსახლეობას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამები კიდევ ერთხელ გაცნეს. მოსახლეობის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსების სახეებზე, დაისვა შეკითხვები გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობამ საკრებულოს წევრებს სოფელში არსებული პრობლემები გააცნო და მათი მხრიდან ძირითად მოთხოვნად ხიმში-ამბროლაურის გზის რეაბილიტაცია დასახელდა.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები