ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი ლიხეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

 მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ერასტი მეტრეველი ლიხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ლიხეთი, სოფ. აბარის და სოფ ურავის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე ლერი გელოვნიშვილი, ლიხეთის მაჟორიტარი დეპუტატი ელდარ ხუციშვილი, გამგებლის წარმომადგენელი ლიხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საკრებულოს აპარატის უფროსი და თანამშრომლები.
შეხვედრა გაიმართა სოფელ ლიხეთში ადმინისტრაციულ შენობასთან 12:00 საათზე, სოფელ აბარში სოფლის სახლის ეზოში 13:00 საათზე, ხოლო სოფელ ურავში საბავშვო ბაღთან 14:00 საათზე და გობეჯიშვილების უბანში 15:00 საათზე.
საკრებულოს წევრმა მოახლეობას მის მიერ გაწეული ერთწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, მათ წინაშე არსებულ პრობლემებს გაეცნო, დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მან მოსახლეობას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამები კიდევ ერთხელ გაცნო. ყურადღება გაამახვილა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსების სახეებზე. აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას პრემიების ნაცვლად 120 000 ლარი მიმართული იქნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად.

ისაუბრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით განხორციელებულ სამუშაოებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აღნიშნა, რომ სოფელ აბარში მიმდინარეობს სოფლის სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 55 000 ლარს შეადგენს. სოფლის სახლში განთავსდება ექიმის ოთახი, ბიბლიოთეკა და რაც მთავარია - მუზეუმი. კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს მუზეუმის სარეგისტრაციო სამუშაოები. მუზეუმში განთავსდება დიდი მამულიშვილის, ალიოშა ჯაფარიძის მიერ მოძიებული და აღმოჩენილი 3 000 წლის წინანდელი უნიკალური ნივთები. აღნიშნული ექსპონატები წარმოაჩენს მდ. ლუხუნის ხეობის სოფლების ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მნიშვნელობას. მუზეუმი ტურისტულ რუკაზე აღინიშნება, რაც ტურისტებს გაუადვილებს უძველესი ისტორიული ნივთების ადგილზე გაცნობას. მნახველებს მომსახურებას გაუწევს მუზეუმის თანამშრომელი, რომელიც გაივლის  სასწავლო კურსს უცხო ენასა და  სამუზეუმო ექსპონატების მოვლა-შენახვის სფეროში. კიდევ ერთ დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება, კადრის შერჩევა კი ადგილობრივი მოსახლეობიდან მოხდება.

ლიხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები:

სოფელ ურავში წყალმომარაგების სათავის მაგისტრალის და შიდა ქსელის რეაბილიტაცია. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი მოცულობა შეადგენს 86 673,44 ლარს.

ამჟამად მიმდინარეობს სოფელ ურავში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი მოცულობა შეადგენს 185 554 ლარს.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით: განხორციელდა სოფელ ლიხეთში ხუციშვილების უბანში მდინარე ლუხუნზე არსებული ბოგირის რეაბილიტაცია, რომელმაც 28 980 ლარი შეადგინა;

ხორციელდება სოფელ ლიხეთში მდინარე სერულაზე ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია და სოფელ ლიხეთის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროექტი; მიმდინარეობს სოფელ ლიხეთში, აბარსა და ურავში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მოცულობა 70 480 ლარს შეადგენს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა: სოფელ ლიხეთში სასოფლო კლუბს, რომელმაც 10 120 ლარი შეადგინა. სოფელ აბარში სავარგულებამდე მისასვლელ გზას და სოფელ ურავში შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელ გზებს, რომელმაც 16 248 ლარი შეადგინა.

მოსახლეობამ საკრებულოს წევრს სოფელში არსებული პრობლემები გააცნო. მოსახლეობის მხრიდან დასახელდა შემდეგი მოთხოვნები: სოფ. ლიხეთში გარე განათების და ხუციშვილების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა; წესი-ურავის ცენტრალური გზის მოასფალტება;

სოფ. აბარში მდინარე ლუხუნზე გადასასვლელი ხიდის მოწყობა, სოფლის სახლის ეზოს შემოღობვა, სოფ. აბარის სასმელი წყლით უზრუნველყოფა და საუბნო გზის მოხრეშვა; 

სოფ. ურავში  ჯებირის მოწყობა; საუბნო გზების რეაბილიტაცია; გარე განათების მოწყობა და სხვა.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, მოსახლეობამ საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა სოფელის მხარდაჭერისთვის. იმედი გამოთქვეს, რომ მათი პრობლემები უახლოეს ხანში მოგვარდება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები