საკრებულოს თავმჯდომარის ერასტი მეტრეველის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ერასტი მეტრეველი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ასოციაციის (NALA) მიწვევით 2015 წლის 9-15 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ პრაღასა და ქალაქ ლიტომერჟეცში, სადაც გაიმართა შეხვედრები ჩეხეთის პარლამენტში და პრაღის მერიაში.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ქალაქ ლიტომერჟეცის მერსა და ჩეხეთის თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტს.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა თვითმმართველობის სფეროში გამოცდილების გაზიარება და მათი გათვალისწინება სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში. ასევე თვითმმართველი ერთეულების მუშაობის სპეციფიკის, მიღწევებისა და იმ გამოწვევების გაცნობა, რის წინაშეც დგას დღეისათვის თვითმმართველობა.
მსგავსი ვიზიტები და შეხვედრები ხელს უწყობს ქვეყნებსა და თვითმმართველობებს შორის საქმიანი და მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას.
 

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები