საკრებულოს თავმჯდომარემ ერასტი მეტრეველმა სოციალური პროგრამის ფარგლებში ჟენია კანთელაძის შეკეთებული საცხოვრებელი სახლი მოინახულა

 29 თებერვალი 2016 წელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებლად უვარგისი, დაზიანებული სახლების რეკონსტრუქციის სოციალურ პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ლიხეთში მცხოვრები ჟენია კანთელაძეს საცხოვრებელი სახლის შეკეთება მოხდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ერასტი მეტრეველმა და გაზეთ ,,ამბროლაურის მოამბის“ რედაქტორმა დალი დარახველიძემ ადგილზე მოინახულეს ქალბატონი ჟენიას რეკონსტრუირებული საცხოვრებელი სახლი. ქალბატონი სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდა, ,,როგორც იქნა ღამე მშვიდად დაძინების საშუალება მომეცა. აღარ მეშინია, რომ ჭერი თავზე ჩამომემხობა“ განაცხადა მან და დახამარებისა და თანადგომისათვის დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გულთან მიიტანა მისი გასაჭირი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები, მოსახლეობის საცხოვრებლად უვარგისი, დაზიანებული სახლების რეკონსტრუქციის სოციალური პროგრამა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 17 აპრილს N39 განკარგულებით დაამტკიცა და პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების შეკეთება-რეკონსტრუქციის მიზნით  დახმარება 3 000 ლარის ფარგლებში 17 ბენეფიციარს გაეწია.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები