ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ნიკორწმინდისა და ველევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

2016 წლის 12 თებერვალს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი, ველევის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გოგსაძე, ნიკორწმინდის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დვალი და საკრებულოს წევრი – საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მამუკა მეტონიძე ნიკორწმინდის, ჭელიაღელისა და ველევის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობა დეპუტატებს სოფლებში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ამ სოფლებში განსაკუთრებით იგრძნობა მიგრაციის კვალი. მთავარ პრობლემებად შიდა საუბნო და სათიბ საძოვრებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლით მომარაგება, ჭელიაღელისა და ნიკორწმინდის გაზიფიცირება, ინტერნეტის არარსებობა, დასახელდა. ველევის მოსახლეობისათვის პრობლემას მოძველებული ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები წარმოადგენს, არ მომხდარა აბონენტთა გამრიცხველიანება. საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები მოსახეობას შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობასა და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდნენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები