ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა სადმელის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

2016 წლის 11 თებერვალს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი, სადმელის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჯანელიძე და საკრებულოს წევრები სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბეჟანი დარახველიძე, ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე ლერი გელოვნიშვლი და საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მამუკა მეტონიძე სადმელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების კლდისუბნის, სადმელისა და ღვიარის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. მოსახლეობის მიერ მთავარ პრობლემებად კლდისუბნის წყლით მომარაგება, შიდა საუბნო გზებისა და სათიბ-საძოვრებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა დასახელდა. სოფელ ღვიარის მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა სოფელში მოეწყოს ხელოვნურსაფარიანი მოედანი. საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები მოსახეობას პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდნენ.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები