ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ხიდიკრის, წესის და ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

2016 წლის 10 თებერვალს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი, ხიდიკრის ადმინისტრაცული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი გელოვნიშვილი, წესის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო მელაშვილი, ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან მეტონიძე და საკრებულოს წევრები იური გიორგობიანი და დავით სხირტლაძე სოფლების ხიმშის, წესის და ხვანჭკარის მოსახლეობას შეხვდნენ. გაიმართა გულახდილი დიალოგი. ერასტი მეტრეველმა აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრების ძირითადი მიზანია ადგილზე გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს და შეაფასონ შესრულებული სამუშაოები. სოფლებში მოსახლეობის ძირითად პრობლემას მოუწესრიგებელი შიდა საუბნო გზები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზები, დაზიანებული წყალმომარაგების სისტემა და სოფლის ცენტრს მოშორებული უბნების განათება წარმოადგენს. ხვანჭკარის და ხიმშის მოსახეობამ ითხოვა დახმარება ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე რიონზე. საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას დახმარება აღუთქვა.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები