ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის მე-11 მორიგი სხდომა

 2015 წლის 05 მაისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 33-დან 29 დეპუტატი ესწრებოდა. განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი.
საკრებულომ ცნობად მიიღო ფრაქციის „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ გაუქმების შესახებ. აგრეთვე ცნობად იქნა მიღებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების „დემოკრატიული ალიანსი“-ს და ფრაქციის „თემი“ დაფუძნების შესახებ.
საკრებულომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულება განიხილა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების („ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის“; „პროექტირებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა–შენახვის ცენტრი“–ს; თვითმმართველი თემი - „ამბროლაურის კულტურის ცენტრის“; თვითმმართველი თემი - „ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების; პირის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი რაჭა“) მიერ 2015 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები მოისმინა.
საკრებულომ თანხმობა მისცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარმოდგენილი წესდებების შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალი ტრანსპორტის“ და „ამბროლაურის კომუნალური 2009“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტში (წესდებაში) ცვლილების განხორციელებაზე.
საკრებულომ მიიღო: „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე განკარგულება;
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილება;
აგრეთვე „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანძრის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამა“ დაამტკიცა.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები