განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ

 12 ივნისი 2017 წელი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2017 წლის 19 ივნისს (მისამართი ქ. ამბროლაური, ბრატისლავარაჭის ქუჩა N11, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული - სხდომათა დარბაზი) 11:00 საათზე. რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.

გთხოვთ მობრძანდეთ.

 პროექტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რიგგარეშე) სხდომის

დღის წესრიგი

ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. N11                                  19.06.2017წ (11:00 სთ)

1. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი მალხაზ ლომთაძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი გაიოზ გაბისიანი - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

2. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი მერაბ გეწაძე - გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი

3. ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომა რაჭაში - მწიგნობარი 2017“ პროგრამის დამტკიცების შესახებ
მომხსენებელი მერაბ გეწაძე - გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები