ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში მიმდინარე წლის 16–18 აპრილს გამართულ მე-17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ესტუმრა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე წლის 16–18 აპრილს გამართულ მე-17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე არჩილ ჯაფარიძესთან და საკრებულოს წევრთან ლერი გელოვნიშვილთან ერთად ესტუმრა, სადაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“ მონაწილეობდა.
რაჭა ტურისტულ ბაზარზე არ იყო ცნობილი და საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონში მოწყობილმა რაჭულმა სტენდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც მონაწილე ტურისტულ კომპანიებზე, ასევე დამთვალიერებლებზე.
წარდგენილ იყო ხალხური რეწვის ნიმუშები იური და თორნიკე დონაძეების, გელა გურგენიძის ხეზე ნაკეთობები - საკარცხულები, ტაბლა, ჩონგურები და ორიგინალური სასმისები; ეკატერინე გოცირიძის ნამუშევრები - ტიხრული მინანქარი; მარიკა დოხნაძის თექაზე ნამუშევრები. გამოფენილი იყო რაჭის ულამაზესი ხედები; მოეწყო ღვინისა და რაჭული სამზარეულოს დეგუსტაცია, წარმოდგენილი იყო ბუგეულის ღვინის ქარხნის "ხვანჭკარა" და ''თეთრა", ასევე შ.პ.ს "ხვანჭკარა პრემიუმის" "ხვანჭკარა" და "ტვიში". გამოფენა 3 დღის განმავლობაში საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ამბროლაურის ფოლკლორული ანსამბლის, „საგალობელის“ სიმღერის ფონზე მიმდინარეობდა. რაც კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევდა დამთვალიერებელში.
„ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წელს დაფუძნდა და პირველი წარმატებული ნაბიჯებიც გადადგა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი" მრავალ სიახლეს გვთავაზობს. ამჟამად მიმდინარეობს ტურისტული ბილიკების მოწყობა, რომელიც ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის მზად იქნება. დაგეგმილია ტურისტული გზამკვლევების დაბეჭდვა, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს ტურისტებს მოგზაურობას რაჭაში.

 

 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები