სლოვაკეთში (ბრატისლავა რაჭა) „რაჭის ღვინის ფესტივალი 2014“–ს რაჭის დელეგაცია დაესწრო

2014 წლის 12-14 სექტემბერს თვითმმართველი თემის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი, თვითმმართველი ქალაქის ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და ქალაქ ამბროლაურის მერი რატი ნამგალაძე, სლოვაკეთში ბრატისლავა-რაჭის მერის, ბატონ პიტერ პილინსკის მიწვევით სლოვაკეთში (ბრატისლავა რაჭა) „რაჭის ღვინის ფესტივალი 2014“-ს დაესწრნენ.

ფესტივალზე აგრეთვე მიწვეულნი იყვნენ ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის და ავსტრიის წარმომადგენლები.
დელეგაციას მეგზურობა გაუწია საქართველოს ელჩმა სლოვაკეთში ალექსანდრე ნალბანდოვმა.

ღვინის ფესტივალს დიდი ტრადიცია აქვს სლოვაკეთში. ფესტივალზე პატივს მიაგებენ მევენახეთა დიდ შრომას და მადლობას სწირავენ უფალს კარგი მოსავლისათვის. იმართება ღვინის დეგუსტაცია და საუკეთესო ახალი ღვინო ხდება ძალიან პოპულარული.

„რაჭის ღვინის ფესტივალი 2014“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა „Knizkova Dolina“-ს ამფითეატრში.
ფესტივალზე დააგემოვნეს ადგილობრივი ღვინოები, მათ შორის, იმპერატრიცა მარია ტერეზას გამორჩეული ღვინო, რომლის წარმოებამაც რაჭას პოპულარობა მოუტანა.

ფესტივალის ბოლოს, ბრატისლავა-რაჭის მუნიციპალურ სხდომათა დარბაზში ორ რაჭას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და რაჭაზე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. დაიგეგმა უახლოეს მომავალში სლოვაკეთის დელეგაციის სტუმრობა რაჭაში, რაც ორ მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.
 

 

 

 


 

 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები