ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №45

 2017 წლის 04 ივლისი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სამსახურებრივი სარგებლობის ტრანსპორტისათვის საწვავის განაწილების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 სექტემბრის №29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სამსახურებრივი სარგებლობის ტრანსპორტისათვის საწვავის განაწილების შესახებ“ ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 სექტემბრის №29 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი №1-ში და ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სამსახურებრივი სარგებლობის ტრანსპორტისათვის, საწვავის ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობა“ ცვლილების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები