ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №48

 2017 წლის 11 აგვისტო, ქ. ამბროლაური

ა(ა)იპ „თვითმმართველი თემი ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ მიერ
2017 წლის პირველ ნახევარში (6 თვეში) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და
შეფასების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 1331-მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თვითმმართველი თემი ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“ (საიდენტიფიკაციო № 422934846) მიერ 2017 წლის პირველ ნახევარში (6 თვეში) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში შეფასდეს „დამაკმაყოფილებლად“ (ანგარიში თან ერთვის).

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები