ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №49

 2017 წლის 11 აგვისტო, ქ. ამბროლაური

ა(ა)იპ „პროექტირებისა და ინსფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-შენახვის ცენტრის“ მიერ 2017 წლის პირველ ნახევარში (6 თვეში) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 1331-მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პროექტირებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-შენახვის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო № 422935079) მიერ 2017 წლის პირველ ნახევარში (6 თვეში) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში შეფასდეს „დამაკმაყოფილებლად“ (ანგარიში თან ერთვის).

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

 

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები