ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №28

 2017 წლის 07 მარტი, ქ. ამბროლაური

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტურისტული ცენტრი“ 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის №62 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის №62 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტურისტული ცენტრი“ 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტურისტული ცენტრის“ 2017 წლის პროგრამა“ დანართის შესაბამისად“;

გ) განკარგულებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტურისტული ცენტრის“ 2017 წლის პროგრამა“ ცვლილების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად.“.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები