ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №19

 2017 წლის 14 თებერვალი, ქ. ამბროლაური

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი სოფელ სადმელში ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის მოწყობის პროექტის დაფინანსების მიზნით საპროექტო წინადადების მოწონების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 159-ე მუხლის და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოწონებულ იქნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი სოფელ სადმელში ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის მოწყობის პროექტის (საორიენტაციო ღირებულება - 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი) დაფინანსების მიზნით საპროექტო წინადადება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები