ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №20

 2017 წლის 28 თებერვალი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და 61–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 განკარგულების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის შემდეგი შემადგენლობა:
მამუკა თომაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ირაკლი დვალი – კომისიის წევრი;
კახაბერ აბუთიძე – კომისიის წევრი;
ელდარ ხუციშვილი – კომისიის წევრი;
გიორგი დვალი – კომისიის წევრი;
რიჩარდ კიკვიძე – კომისიის წევრი;
იური გიორგობიანი – კომისიის წევრი;
ბაკურ სანთელაძე – კომისიის წევრი;
სოსო მელაშვილი – კომისიის წევრი;
დავით აბუთიძე - კომისიის წევრი.“.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები