ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №21

 2017 წლის 28 თებერვალი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და 61–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 განკარგულების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის შემდეგი შემადგენლობა:
გორდა სანიკიძე – კომისიის თავმჯდომარე;
გოჩა ნემსწვერიძე – კომისიის წევრი;
კახაბერ აბუთიძე – კომისიის წევრი;
გიორგი ვაწაძე – კომისიის წევრი;
ზაალი მეტრეველი – კომისიის წევრი;
ლევან მეტონიძე – კომისიის წევრი;
ავთანდილ მიქიაშვილი – კომისიის წევრი;
იოსებ ჭიღვარია – კომისიის წევრი;
ილია ოშხერელი – კომისიის წევრი;
თამაზ ლომთაძე – კომისიის წევრი;
ბორის ფრუიძე – კომისიის წევრი;
რიჩარდ კიკვიძე – კომისიის წევრი
დავით აბუთიძე - კომისიის წევრი“.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები