ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №22

 2017 წლის 28 თებერვალი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და 61–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N14 განკარგულების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემდეგი შემადგენლობა:
მამუკა მეტონიძე – კომისიის თავმჯდომარე;
ლევან მეტონიძე – კომისიის წევრი;
მამუკა თომაძე – კომისიის წევრი;
დავით გოგსაძე – კომისიის წევრი;
ავთანდილ მიქიაშვილი – კომისიის წევრი;
თამაზ ლომთაძე – კომისიის წევრი;
გიორგი ქარსელაძე – კომისიის წევრი;
ნინო სოხაძე – კომისიის წევრი.“.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები