ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №23

 2017 წლის 28 თებერვალი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და 61–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N12 განკარგულების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემდეგი შემადგენლობა:
ბეჟანი დარახველიძე – კომისიის თავმჯდომარე;
სოსო მელაშვილი – კომისიის წევრი;
ზურაბ კაციტაძე – კომისიის წევრი;
ილია ოშხერელი – კომისიის წევრი;
ზაალი მეტრეველი – კომისიის წევრი;
გიორგი დვალი – კომისიის წევრი;
გიორგი ვაწაძე – კომისიის წევრი;
ბესარიონ მურუსიძე – კომისიის წევრი;
გოჩა ნემსწვერიძე – კომისიის წევრი;
კობა კერესელიძე – კომისიის წევრი.“.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები