ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №24

 2017 წლის 28 თებერვალი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საკომუნიკაციო მომსახურებისათვის ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 სექტემბრის №28 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შევიდეს ცვლილება ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საკომუნიკაციო მომსახურებისათვის ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 სექტემბრის №28 განკარგულებით დამტკიცებულ ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საკომუნიკაციო მომსახურებისათვის ყოველთვიური ხარჯის ზღვრულ ოდენობაში“ და დანართი №1-ის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკრებულოს აპარატი - 40 (ორმოცი) ლარი.“.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები