ზოგადი მონაცემები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი განთავსებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთიდან ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ დასავლეთიდან - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (იმერეთის რეგიონი) სამხრეთიდან - ტყიბულის მუნიციპალიტეტი (იმერეთის რეგიონი) ხოლო სამხრეთ- აღმოსავლეთიდან - ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები (იმერეთის რეგიონი).

მუნიციპალიტეტის ტერიტორა 1,142 კვ.კმ-ია, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 500მ. ჰავა ნოტიო, საშუალო ტენიანობა - 76%, ზამთარი ცივია ზაფხული კი თბილი და ხანგძლივია. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8-9 გრადუსი.

მუნიციპალიტეტის მდინარეებია რიონი, ლუხუნი, რიცეულა, კრიხულა, ასკი და შარეულა, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია შაორის წყალსაცავი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიების 50%-ზე მეტი დაფარულია ტყის საფარით, რომელშიც ჭარბობს ფოთლოვანი კულტურები.

მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მანძილი ქალაქ თბილისსა და ქ. ამბროლაურს შორის 280 კმ-ია.

 

 

ნიკორწმინდის ადმინისტრაციული ერთეული

ნიკორწმინდა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. თემის ცენტრი. შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან 1100 მეტრი ამბროლაურიდან 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 726 ადამიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი ნიკორწმინდა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
სოფელმა სახელწოდება მიიღო XI საუკუნეში აქ აგებული ნიკოლაოსწმიდის ეკლესიისაგან. შუა საუკუნეებში ნიკორწმინდა ნიკორწმიდის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო. ამჟამად ნიკორწმინდის ეპარქიის ცენტრია. აღმოსავლეთ საქართველოში ირანის აგრესიის დროს XVII საუკუნეში ერთ ხანს თავს აფარებდა მეფე თეიმურაზ I.
 

სოფელში დგას XI საუკუნის ნიკორწმინდის ტაძარი.
ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.
ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი 


 

ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი სოფელ ნიკორწმინდაში



 

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ნიკორწმინდის ტაძარი 

ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი სოფელ ნიკორწმინდაში

 

 ფასადის ფრაგმენტი

ტაძრის ჩუქურთმა, ფასადის ფრაგმენტი 

 














 

ტაძრის ჩუქურთმა, ფასადის ფრაგმენტი

 

 

1534 წ განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდისაა ტაძრის ფრესკული მოხატულობა. 

ნიკორწმინდის ტაძრის ფრესკის ფრაგმენტი

2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ჭელიში ჭელიში – ნანგრევები

სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით 2 კმ-ზე არის საყინულის მღვიმე.

სოფლიდან დასავლეთით 4-5 კილომეტრის დაშორებით არის ჭელიშის უდაბნოს ნამონასტრალი.
 

მდინარე შარეულას სათავე 

სოფ. ნიკორწმინდა –  საყინულე

 სოფ. ნიორწმინდა – საყინულე

სოფელ ნიკორწმინდაში შაორის წყალსაცავთან არის ახლადაშენებული პატრიოტთა ბანაკი.

პატრიოტთა ბანაკი სოფელ ნიკორწმინდაში

 

 

სოფელი ნიკორწმინდაში არის შაორის წყალსაცავი.

შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. 

შაორის წყალსაცავი



 

სოფელი ნიკორწმინდა –შაორი 

დათოვლილი შაორი 

 

 შაორი

 

შაორი

შაორზე გადასასვლელი ხიდი

შაორი

შაორი

შაორი

შემოდგომა შაორზე 

 

კაჩაეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნიკორწმინდის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1180 მეტრი, ამბროლაურიდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 124 ადამიანი.
სოფელი კაჩაეთი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ხოტევის ადმინისტრაციული ერთეული

 ხოტევი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. თემის ცენტრი (სოფლები: სხარტალი, წკადისი). ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 254 ადამიანი.
სოფელი ხოტევი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ხოტევის ციხე და ეკლესია ხოტევი – მთავარანგელოზის ეკლესია და ხოტევის ციხის ნანგრევები

ღირსშესანიშნაობები

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და XVI-XVII სს. ციხის ნანგრევები.

 

სოფ. ხოტევი – მთავარანგელოზის ეკლესია

სოფ. ხოტევი – მთავარანგელოზის ეკლესია

სახელწოდება

ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად გაუვლია მეფეს: იგი ციხეში შესულა და თავადებისათვის უკითხავს: „ხო ტევიხართ ამ ციხეშიო?“ ამის შემდეგ დაურქმევიათ თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე, შემდეგ ეს სახელი მთელს სოფელზე გავრცელებულა.

ხოტევის ციხე




 

ხოტევის ციხე

ხოტევის ციხე

 

 ისტორია

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში შედგენილ წერილობით ძეგლში „ნიკორწმინდის დაწერილი“. სოფელი ხოტევი ისტორიულად წულუკიძეთა სათავადოში, საწულუკიძეოში შედიოდა. იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო ხოტევი წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. 1650-1652 წწ. იმერეთში ელჩობის დროს ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი ხოტევს იხსენიებენ იმერეთის ქვეყნის ქალაქებს შორის. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით „სახლობენ აქა ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ.“

XIX საუკუნეში აქ ერთხანს რაჭის ადმინისტრაციის ცენტრი იყო.

მთავარანგელოზის ეკლესია სოფელ ხოტევში




 

წკადისი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხოტევის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 20 ადამიანი.
სოფელი წკადისი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

წკადისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია წმ. გიორგის ეკლესია სოფელ წკადისში

წკადისის წმ.გიორგის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 6X3,6 მ. ნაგები შირიმის ქვისა და კირისაგან; თაღი ფიცრისა აქვს: ხურავს ყავარი: კედლები შიგნით და გარეთ გალესილია კირით; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1; ტრაპეზი კედელზეა მიდგმული, სამკვეთლოც კედელთან არის გამართული. საკურთხეველში არის ორი პატარა თახჩა (ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით). საკურთხევლისავე მაღლა გადებულ "დირე"-სა და "სათავ"-ს და დასავლეთის კარებთან თაღისათვის შედგმულ ბოძს აქვთ ხაზოვანი ჭრილობები.
სიძველე:
ზარი, დაახლოებით 30 გირვანქა (გატანილია სკოლაში სკოლის ზარად).
 

სხარტალი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხოტევის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 1160 მეტრი, ამბროლაურიდან 14 კილომეტრი.წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. აქ იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ერთერთი სადგომი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.
სოფელი სხარტალი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ჭელიაღელის ადმინისტრაციული ერთეული

ჭელიაღელე - სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1190 მ, ამბროლაურიდან 12 კმ, ტყიბულიდან 26 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 148 ადამიანი.

 ჭელიაღელე ამავე დასახელების თემის ცენტრია. თემში ასევე გაერთიანებულია სოფლები: აგარა, ზედა თლუღი, უყეში, ქვედა თლუღი.
სოფელი ჭელიაღელე ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ჭელიაღელის ტბა და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფელ ჭელიაღელეში


მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და ჭელიაღელის ტბა – სოფ. ჭელიაღელე

 

 

აგარა - სოფელი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ჭელიაღელის თემში. მდებარეობს მდინარე ხოტეურას სათავეში. ტყიბული-ამბროლაურის გზატკეცილზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე. ამბროლაურიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, ჭელიაღელიდან - 1კმ. სოფელში ორი ეკლესიაა - აგარის წმინდა გიორგის, აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები. აგარაში ძირითადად შემდეგი გვარის წარმომადგენლებები სახლობენ - აბუთიძეები, ბიბილაშვილები, მესხები, მომცელიძეები, ტურძილაძეები. მოსაზღვრე სოფლებია: ჭელიაღელე, უყეში, თლუღი და ხოტევი. 

აგარის ეკლესია ქვიტკირის ერთნავიანი შენობაა, ახალი დროის.

 

 

სიძველე:

(ქ.1926). ვერცხლზე ნაჭედი წმ.გიორგის ხატის ნაშთი - ფიცარი, 126,5 სმ X 75,5 სმ, რომელსაც შეჭედილობიდან შერჩენია მხოლოდ ერთი ნაგლეჯი ძირა ნაწილში და მარჯვენა და მარცხენა აშიები; ნაგლეჯი შემკულია ჭედილი სახეებით და ასომთავრული წარწერით, აშიები კი ჭედილი მცირე ხატებით; მარჯვენა - ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლისა, მარცხენა - ნათლისმცემლის ხატით, ფიცრიდან აგლეჯილია და ცალკე ინახება შეჭედილობის ერთი ნაწილი ოთხ და ხუთ მცირე (სულ - 9) ნაჭრად, რომელნიც შემკული არიან აგრეთვე ჭედილი სახეებით. ხატი გაუნადგურებიათ 1923-1924 წლებში.

 

უყეში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭელიაღელის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ამბროლაურიდან 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 129 ადამიანი.
სოფელი უყეში ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ზედა თლუღი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭელიაღელის თემი.), მდებარეობს საწალიკის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან 1150 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1544 წელს. შემორჩენილია ფეოდალური ხანის წმინდა გიორგის ეკლესია და ციხის ნანგრევები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 72 ადამიანი.
სოფელი ზედა თლუღი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ქვედა თლუღი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭელიაღელის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ამბროლაურიდან 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 304 ადამიანი.
სოფელი ქვედა თლუღი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

წესის ადმინისტრაციული ერთეული

 წესი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები:წესი და მუხლი). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 628 ადამიანი.
მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. . ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 5 კილომეტრი. წესს აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიხეთი და სორი, დასავლეთით - კვაცხუთი, ხიმში და სადმელი, სამხრეთით მუხლი, ბარი (ონი) და შუა სხვავა. ჩრდილოეთით ალპური საძოვრები. წესი მდიდარია თავისი ლანდშაფტური ნაირფეროვნებით, უღრანი ტყეებით, მდინარეთა ხეობებით, ცივი წყაროებით, სუფთა ჰაერით.
სოფელი წესი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ხედი ველიეთიდან

მინდაციხე მინდაციხე

ისტორია
შუა და გვიანდელ ფეოდალურ ხანაში წესში რაჭის ერისთავთა რეზიდენცია იყო, აქ იდგა მათი კარის ეკლესია - ბარაკონი, რომელიც ადრინდელი ფეოდალურ ხანაში იყო აგებული. შემორჩენილია მისი ნანგრევები. წესი დასავლეთიდან ხიდიკრის კოშკით ხოლო აღმოსავლეთიდან მინდაციხით იყო გაამაგრებული.
1753 წელს ააგეს ბარაკონის ახალი გუმბათოვანი ეკლესია. შემორჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის რამდენიმე სიმაგრისა და ეკლესიის ნანგრევები.
წესი ასევე გამორჩეული იყო თავისი კულტურულ- საგანმანათლებლო საქმიანობით. 1808 წელს წესში დაუბეჭდიათ საღმრთო წიგნი „სავედრებელი ღვთისმშობელისა“, ხოლო 1811 წელს - „გამოკრებული სადღესასწაულო“.
 სახელწოდება
სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ ხალხის სხვადსხვა ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით ვინმე ხიდიკარს რომ მოადგებოდა, ხიდის აქეთ-იქითა კოშკებიდან გუშაგები გამოდიოდნენ და გამვლელს ღვინით სავსე ჯამით რაჭის ერისთავის დღეგრძელობას თხოვდნენ - ასეთია ჩვენი წესიო. სხვა ვერსიით ხიდიკარში გამვლელებს ბაჟს ახდევინებდნენ, ხალხს არ მოსწონდა ეს და უკმაყოფილების გამოსახტავად ამბობდა - ეს რა წესიაო.
აგრეთვე გავრცელებულია აზრი, რომ ბარაკონზე ყოფილა თავისებური სასამართლო-სამსჯავრო, სადაც ხდებოდა გარკვეული წესების დადგენა და ამიტომაც დაერქვა სოფელს ეს სახელი.
 

ბარაკონი1 ბარაკონი – ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

1753 წელს ააგეს ბარაკონის ახალი გუმბათოვანი ეკლესია. შემორჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის რამდენიმე სიმაგრისა და ეკლესიის ნანგრევები.

ისტორია
ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელმაც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად, ააგო. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები. როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა.

არქიტექტურა
შენობა სწორკუთხაა, მინაშენთა გარეშე. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. ნაშენია სოფელ იწიდან მოზიდული ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. მოგვიანებით გუმბათი გადაუხურავთ თუთიით, ამჟამად კი სპილენძის სახურავით არის გადახურული. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიც, მაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.

 

ბარაკონი ბარაკონი – ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ წესში

 ბარაკონი ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რომელიც სოფელ წესთან  მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ. 

მდინარე ლუხუნი, რომელიც ურავის მთებში იღებს სათავეს ბარში უერთდება რიონს და ბარაკონს მარცხენა მხარეს ჩაუვლის.
ბარაკონი რაჭის ერთ–ერთი ულამაზესია ადგილია. იქვე კლოდოვან მწვერვალზე ამაყად დგას თამარ მეფის აშენებული მინდა ციხე. ამ ციხის ქვეშ მიიკლაკნება მამისონის უღელტეხილისაკენ მიმავალი გზატკეცილი.
რაჭის ერისთავებს ბარაკონი სილამაზით, მდებარეობით მოსწონებიათ და საცხოვრებლად აურჩევიათ. სახელწოდება „ბარაკონი“ გადმოცემით უნდა ვივარაუდოთ წარმოიშვა გარემოში უამრავი წიაღესეულის სიმდიდრით, განსაკუთრებით ბარიტის მოპოვების დარგში. არის მეორე ვერსიაც, ბუმბერაზი მთებით შემოკრული, საოცარი პანორამით, ლანდშაპტური არქიტექტონით, მთებში ამოსული ვაკე კუნძული, სილამაზის სამოთხე, ბართა კონა, ანუ ბარაკონი.
ეს ლამაზი ადგილი იყო რეზიდენცია მეფე გიორგი მეორის მარჯვენა ხელის შამან ერისთავისა და დავით აღმაშენებლის სარდლის ჯონდი შამანის ძისა.
XII საუკუნეში რაჭას განაგებდა თამარ მეფის აღმზრდელი, სახელგანთქმული კახაკერი. ხალხში დღესაც ცოცხლობს თქმულება, თუ როგორ იზრდებოდა თამარ მეფე ბარაკონში და შემდგომ როგორ ეწვეოდა ხოლმე თავის მამობილს, იგონებდა ბავშვობის წლებს, შემოივლიდა საყვარელ ადგილებს, მოიკითხავდა ქვრივობლებს.
ბარაკონის ტაძარი „ღვთისმშობლის“ სახელწოდებითაა აშენებული 1753 წელს რაჭის ერისთავის როსტომის მიერ. როსტომ ერისთავის სახელსვე უკავშირდება სხვავის (ველტყვევის) მონასტრის ეკლესიის, ჭიათურის მღვიმის მონასტრის ეკლესიის, იერუსალიმის დედათა ქართული მონასტრის საცხოვრისის მშენებლობები. ბარაკონი ჯვარ–გუმბათოვანი ეკლესიაა, აღშენებულია ავთანდილ შურავლერის მიერ. ეკლესიაში, კანკელის წინ, სამხრეთ კედელთან დაკრძალულია ტაძრის აღმშენებელი როსტომი, საფლავი შემკულია ჩუქურთმით, წარწერა გვაუწყებს: „წელსა (ჩღვსა) ლოდსა ამას ქვეშე მდებარე არს ეკლესიის ამის აღმშენებელი, რაჭის ერისთავი, სხვათა უფროის ტომი, ნეტარად განსასვენებლად საუკუნოდ“.
რაჭის ერისთავები კახაბერ რაჭის ერისთავის შთამომავალნი არიან ამავე დროს თამარ მეფის ნათესავნი.
ბარაკონი იყო თავშესაფარი მტერთან დამარცხებული ქართველი მეფეებისა დავით ულუ, ბაგრატ IV, ალექსანდრე I აქ იკრებდნენ ძალებს და შემდეგ შემოსულ მტერს თავს რისხვად ატყდებოდნენ.
რაჭის ერისთავები უკმაყოფილო იყვნენ და ვერ ეგუებოდნენ იმერეთის მეფის მორჩილებას, ამიტომ იყო რომ რაჭის ერისთავი როსტომი გამხდარა მსხვერპლი სოლომონ I–ისა.
უამრავი ისტორიული ამბრის და მოვლენის დამტევია ეს შემოგარენი. რად ღირდა მომავალ თაობას ეხილა ლამაზ აივნიანი ორ სართულიანი ძველებური ფართო სასახლე. იმ სასახლეში შეისვენა ორკაციანი ამალით მოსკოვს მიმავალმა ვახტანგ VI, მეფე თეიმურაზ II, ცნობილმა მგოსანმა ბესიკ გაბაშვილმა და სხვებმა, ბოლოს კი აკაკი წერეთელმა რაჭა–ლეჩხუმში მოგზაურობისას. იმ სასახლეში 200 წლის წინ სასულიერო წიგნებს ბეჭდავდა ერეკლე II –ის ცნობილი მესტამბე რომანოზ რაზმაძე–ზურაბიშვილი, რომელიც „გამოკრებილი სადღესასწაულო“–ს ბეჭდვის დროს გარდაიცვალა 1811 წელს და დაკრძალულია ტაძრის ეზოში.
ერისთავთა ბოლო მოჰიკანი იყო შამადავლე ერისთავი, რომელიც სამარცხვინოდ გადაასახლეს ბოლშევიკებმა.
ხანგრძლივი დროით უმოქმედოდ მყოფი ტაძარი ნიკორწმინდასთან ერთად ერთ–ერთი პირველთაგანი იყო რაჭაში, სადაც ღვთისმსახურება განახლდა.
ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმთავლის მეუფე ელისეს ლოცვა–კურთხევით რამოდენიმე წელია ბარაკონი დედათა მონასტრად დადგინდა და იქვე ბაღში აიგო წმ. დიდმოწამე ბარბარეს ეკლესია.

მუხლი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (წესის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესიის ნანგრევები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.
სოფელი მუხლი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ცახის თემი

გოგოლეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ცახის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 30 კილომეტრი. სოფლის მიდამოებში არის კარსტული მღვიმე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი.
სოფელი გოგოლეთი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ზედა ღვარდია — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ცახის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 91 ადამიანი.
ზედა ღვარდია ძველად სოფელ ღვარდიის ნაწილი იყო, შემდეგ ცალკე გამოეყო. წყაროებში XVI საუკუნის II ნახევრიდან იხსენიება ზეღვარდიის სახელწოდებით.
სოფელი ზედა ღვარდია ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.



 

ქვედა ღვარდია - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ცახის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ამბროლაურიდან 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი.
სოფელი ქვედა ღვარდია ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ცახი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:გოგოლეთი, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია). ზღვის დონიდან 840 მეტრი, ამბროლაურიდან 29 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 134 ადამიანი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. აქვეა ცახის მღვიმე.
სოფელი ცახი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ბუგეულის ადმინისტრაციული ერთეული

 ბუგეული - სოფელი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:აბანოეთი, ბარეული, გორისუბანი, ქედისუბანი, ჯვარისა). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ამბროლაურიდან 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 434 ადამიანი.სოფელი ბუგეული ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია ბუგეული – ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ბუგეულში მდებარეობს შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია. ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 8X4,5 მ. ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან; სამხრეთით მიშენებული აქვს სამწირველო; ხურავს ყავარი; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით ეკლესია აშენებული უნდა იყოს XVI ს-ში; განახლებულია 1838 წელს. გარედან ეკლესიას აქვს წარწერები მხედრულად. 

ბარეულის ჩანჩქერი ბარეულის ჩანჩქერი

ბარეული - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ბუგეულის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 ადამიანი. სოფელი ბარეული ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.  

აბანოეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ბუგეულის თემი), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 128 ადამიანი. სოფელი აბანოეთი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას. 

გორისუბანი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ბუგეულის თემი), მდებარეობს მდინარეების შარეულისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და რიონის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. სოფელში დგას XI საუკუნის I ნახევრის წმინდა ბარბალეს ეკლესია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 71 ადამიანი. სოფელი გორისუბანი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

გორისუბნის წმ.ბარბალეს ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 5,2X3,3 მ., ნაგები შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან.

სახურავი სულ გადახდილი აქვს: თაღი კარგად არის შენახული: კედლები შიგნით და გარეთ გალესილია კირით; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით სარკმელი - აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1, ტრაპეზი მოშლილია, სამკვეთლო თახჩაშია გამართული. აღმოსავლეთ კედელს მაღლა დატანებული აქვს ორი ქვევრი ხმისათვის; სამხრეთ ნაწილში არის პატარა თახჩა. ეკლესია მოხატული ყოფილა; დღეს მხატვრობისა მხოლოდ ნაშთიღა არის: ჩრდილოეთ კედელზე დასავლეთ ნაწილში მოჩანს ქალის (?) თავი, დაზიანებული: შენახულია მარტო პირისახის მარცხენა მხარე და შუბლის ზევითი ნაწილი, სხვა გამქრალია. მხატვრობის კვალი შერეჩენილა აგრეთვე ეკლესიის გარეთაც, დასავლეთ კედელზე ჩრდილოეთ ნაწილში; აქ შენახულია მხოლოდ წითელი ფერი. ეკლესიას ჩრდილოეთით მიდგმული ჰქონია რაღაც შენობა; ახლა მისი მხოლოდ საძირკველიღა მოჩანს. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით არის ნანგრევი; აქ აღმოჩნდა ჩუქურთმიან-წარწერიანი ქვა, 27X87X14 სმ, რომელიც ძველად კარიბჭის თავზე უნდა დებულიყო; უკანასკნელი ახლა დანგრეულია; ქვა ნახევარწრის ფორმისა არის: ზევითა ნაწილში აქვს შესანიშნავი ჩუქურთმა, ხოლო ქვევითა ნაწილში კი ასომთავრული წარწერაა. სამწუხაროდ, ძველადვე ვიღაც უვიც ოსტატს მისთვის ძირა ნაწილი შეუჭრია და სხვა ფორმა მიუცია. ამ შეჭრისაგან წარწერა თითქმის სულ განადგურებულა: მოსპობილია მთავარი ადგილი მთლად (სტრიქონი მე-3 და მე-4); გარდა ამისა ქვას მარჯვენა გვერდი მოტეხილი და დაკარგული აქვს.

"[იე]სოს(ა)ო, განმაცხოველებელო და მფლობელო ყოველთა საუკუნეთაო| [მღდელთ] მოძღუართა და ყოველთა წმიდათა [ლოცვი]თა, მადლიდა..."
(266 არა ჩანს, თუ რამდენი ასო უნდა აკლდეს მე-3 და მე-4 სტრიქონებში)
წარწერა პალეოგრაფიულად ეკუთვნის XI ს. იგი ძლიერ ემსგავსება ნიკორწმიდისა და პატარა ონის ეკლესიების დასავლეთი კარის წარწერებს. ეკლესიის დასავლეთ-სამხრეთ კუთხის გასწვრივ, ეზოში, 6-7 მეტრის მანძილზე დევს საფლავის ქვა, 60X29X27 სმ, რომელზედაც გამოსახულია ძველი ფორმის ჯვარი. ქვას ზევითა (თავის) ნაწილი მოტეხილი უნდა ჰქონდეს. ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს არის კლდე გამოქვაბული.

გორისუბანი - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994. - გვ.126-127.

ქედისუბანი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ბუგეულის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.
სოფელი ქედისუბანი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 ქედისუბანს არის ორი ეკლესია მთავარანგელოზისა და მრავალძალის წმ.გიორგისა, ციხის (წულუკიძის ციხე) ნანგრევები.

წულუკიძის ციხე 

ზნაკვის ადმინისტრაციული ერთეული

ზნაკვა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ზნაკვურის (რიონის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: მოტყიარი, საკეცია). ზღვის დონიდან 850 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 212 ადამიანი.
სოფელი ზნაკვა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

 

სოფელი ზნაკვა – ცივწყალა

    

ცივწყალა

 

 ზნაკვაში შემოჩენილია ფეოდალური ხანის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები..

მოტყიარი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ზნაკვის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ზნაკურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 12 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 40 ადამიანი.
სოფელი მოტყიარი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

 

სოფელი მოტყიარი 

 

წმინდა გიორგის ეკლესია

 

საკეცია - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ზნაკვის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ზნაკურის შესაყართან. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 7 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონი "საკეცის" სახელით მოიხსენიებს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 272 ადამიანი.
სოფელი საკეცია ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეული

ჭრებალო - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:გენდუში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა). ზღვის დონიდან 530 მეტრი, ამბროლაურიდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 359 ადამიანი.
სოფელი ჭრებალო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

გენდუში — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭრებალოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის წყალგამყოფის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ამბროლაურიდან 21 კილომეტრი. ფეოდალური ხანიდან შემორჩენილია გელოვანების საგვარეულო ციხესიმაგრე და სასახლის ნანგრევები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 61 ადამიანი.
სოფელი გენდუში ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ზემო ჟოშხა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭრებალოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 272 ადამიანი.ზემო ჟოშხაში მდებარეობს მე–10 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია
სოფელი ზემო ჟოშხა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

 ქვემო ჟოშხა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭრებალოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 211 ადამიანი. ქვემო ჟოშხაში მდებრეობს ჯვარცმის ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები), ქვედა ჟოშხოს ციხის ნანგრევები (გვ.შუა.სს), კოშკი "მალისციხე" (გვ.შუა.სს).
სოფელი ქვემო ჟოშხა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთეული

ხვანჭკარა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ამბროლაური-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები:დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ამბროლაურიდან 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 667 ადამიანი.
სოფელი ხვანჭკარა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ხვანჭკარას არის ორი ძველი ეკლესია - ღვთისმშობლისა და გოლგოთისა.
1. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (ყიფიანების უბანში) დგას სოფლის თავს კლდეებით შემოზღუდულ ადგილას; ძველი ერთნავიანი შენობაა, 7,8X3,2 მ. ნაგები შირიმის თლილი და კლდის სწორპირიანი ქვისა და კირისაგან, განახლებული ახლო წარსულში. დღეს ნანგრევებად არის: სახურავი მოხდილია, კედლებს გარეთა პერანგი შემოცლილი აქვს, დასავლეთი კედელი, კარ-სარკმელი და ტრაპეზი დანგრეულია. საკურთხეველში არის ორი თახჩა (ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით); აქვე კედელში, მაღლა, დატანებულია ორი ქვევრი ხმისათვის. ეკლესია მოხატული ყოფილა: მხატვრობა ნაშთადღა არის: საკურთხევლის კონქში მოჩანს ორი პირის (მაცხოვრისა და ნათლისმცემლის?) მუხლქვევითი ნაწილი; დანარჩენ ადგილებში მხატვრობა სულ მოცილებულია. ეკლესიას გარშემო ჰქონია გალავანი, რომელიც დღეს ნანაგრევად არის. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ზედა და ქვედა ციხები, დასავლეთითაც არის ზედა ციხე, ჩრდილოეთით კიდევ "ნაციხვარი" (კოშკი).

2. გოლგოთის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 5,7X3,8 მ, ნაგები შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან: ხურავს ყავარი, რომელიც ნახევრად დამპალია; სახურავი (თაღის მაგიერი) ფიცრისა აქვს; კარი არის სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი - აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1; უკანასკნელი (დას.) ახლაა ამოგებული. ტრაპეზი კედელზეა მიდგმული; საკურთხეველში არის 2 თახჩა (ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით).

 

რაჭის ერთ-ერთი უმშვენიერსი სოფელია ხვანჭკარა, რომელიც თავის დროზე თავს იწონებდა მოქმედი ეკლესიების, საეკლესიო პირებისა თუ თავად-აზნაურთა სიმრავლით. თუმცა მწარე სინანულით აღვნიშნავთ, რომ ბუნების სიმკაცრის, ჟამთა სიავისა თუ ადამიათა დაუდევრობისა და უსულგულობის გამო დღემდე არცერთ ტაძარს მოუღწევია, მათგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. სამწუხაროდ, აღარ არიან ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა მათ მშენებლობაში, არიან მათი შთამომავლები, რომელთა მეხსიერებას შემორჩა წინაპარათა მონაყოლი. "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო", მათ შესახებ ისტორიები დავიწყებას მიეცა, მთლიანად დაკარგულია და აღარ არსებობს საეკლესიო ნივთები, ზარები; ზარები - რომელთა საამო ხმა ჩვენს წინაპრებს ტაძრისკენ მოუხმობდა, ჩვენ კი, ფიქრებში ჩაგვესმის იმისთვის, რომ ხავსი გადავწმინდოთ, მიწა მოვაშოროთ, მოვეფეროთ და მზის სინათლე დავანახოთ მართლმორწმუნე ადამიანების მიერ შექმნილ სიწმინდეებს.
სოფელში არსებული წმინდა ადგილებიდან ინფორმაცია მოვიძიეთ შემდეგზე: დედაღვთისა, საღმრთო, საგოლგოთო, ნაციხვარი, საყდრივაკე.

დედაღვთისა

დედაღვთისის ტერიტორიაზე ეკლესია არასოდეს ყოფილა. იყო კოლმეურნეობის დიდი ბეღელი, სადაც მოსავალს ინახავდნენ. იქ სხვადასხვა დროს ადამიანებს ეცხადებოდათ ღვთისმშობელი, ხალხმა ის ადგილი მონიშნა, სანთელს ანთებდა და ლოცულობდა. მოგვიანეით გადაწყდა ხის საყდრის აშენება, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა. ის პროექტი დღემდე ინახება შაქრო ჭარბაძის ოჯახში. დღესდღეობით ბეჟან ყიფიანის თაოსნობით გადაწყვეტილია, აშენდეს ბაზილიკური ეკლესია, რომლის პროექტი შეადგინა მისმა მეგობარმა კონსტანტინე მოდებაძემ და აკურთხა რაჭის მეუფემ, ელისე ჯოხაძემ.

საღმრთო

გადმოცემით, საღმრთო ნემსიწვერიძეების კარის ბაზილიკური ეკლესია იყო, რომელიც აუგიათ ალექსი ალავიძესა და ილარიონ ლომთაძეს. ეს სალოცავი თავდაპირველად სოფლის თავში ყოფილა, მაგრამ გზა დანგრეულა და მიუვალი გამხდარა, ამიტომ ჩამოიტანიათ ქვემოთ. პირველს უწოდეს ზედა საღვთო, მეორეს - ქვედა საღვთო, სადაც დღესდღეობით შეინიშნება გალავნის ნაშთები. ეკლესია დაანგრიეს კომუნისტებმა (XX საუკუნე). სოფელში წელიწადში ორჯერ: აღდგომის პირველ ხუთშაბათს და ივნისის ბოლო კვირას აღინიშნება "საღვთოობა."

საგოლგოთო

ეკლესია წარმოადგენდა XIX საუკუნის ბაზილიკურ შენობას ზომებით 5,7X3,8 მ. საკურთხეველში იყო თარჩა, ერთი სამხრეთით, მეორე - ჩრდილოეთით. საგოლგოთო ლუხუტაშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა, რომლებიც თავდაპირველად სოფლის თავში ცხოვრობდნენ. გადმოცემის თანახმად, რაღაც დაავადება გავრცელებულა, ამიტომ ლუხუტაშვილებს მიუტოვებიათ თავიანთი საცხოვრებელი სახლები და გადმოსახლებულან სოფლის შუაგულში. ეკლესიაც აქვე აუგიათ, რომელიც კომუნისტება გაძარცვეს დაანგრიეს 1932 წელს.

ნაციხვარი

XX საუკუნის დასაწყისში "ნაციხვარი" სოფლის უმნიშვნელოვანესი ცენტრი ყოფილა, სადაც საეკლესიო პირები ასწავლიდნენ წერა-კითხვას. "ნაციხვარზე" იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელიც სამი ეკლესიისგან შედგებოდა: წმინდა გიორგის და წმინდა ბარბარესი, რაც შეესება მესამეს - მის შესახებ ხალხში ზუსტი ინფორამცია არ არსებობს. სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით, ის ქრისტეშობის სახელობის იყო. "ნაციხვარის" წმინდა გიორგის სახელობის დედა ტაძარი XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ამას ადასტურებს "ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების". ხალხის მონათხრობით, წმინდა გიორგის ეკლესია ნიკორწმინდის მსგავსი იყო, იგი უკურთხებიათ წმინდა გიორგის მუხლის ძვლით. ეკლესიის ეზოში მდებარეობდა საიდუმლო გვირაბი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მალავდნენ ეკლესიის სიწმინდეებს. ეს გვირაბი ჩადიოდა წყარომდე. ხალხი ამ წყაროს "დედოაფალაწყაროს" ეძახდა. გვირაბს მიწის სქელი ფენა ფარავს, წყარო კი, დღესაც მიედინება. კომუნისტებმა რკინის იარაღით რომ ვერაფერი დააკლეს, განსაკუთრებული ძლიერი საშენი მასალით ნაგები ტაძრის კედლებს, იგი დაბურღეს, ასაფეთქებელი მასალა ჩადეს და ისე დაანგრიეს. ეკლესიის ქვებით ფერმა და სკოლის შენობა აუგიათ. დღესდღეობით ტაძრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ჩვენს მიერ დასუფთავების დროს აღმოვაჩინეთ წმინდა ჭურჭელი - ფეშხუმი. მასზე ამოტვიფრულია ღვთისმშობლისა და ანგელოზების გამოსახულებები. ფეშხუმი დათარიღებულია 1867 წლით. აქვე გვხვდება მოჩუქურთმებული და სხვადასხვა ორნამენტებით გაწყობილი ქვები. როგორც ჩანს, ტაძარი მოხატული ყოფილა. წმინდა ბარბარეს ეკლესია XIX საუკუნეში აუგიათ. გადმოცემის თანახმად, ხვანჭკარის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ივანე კახეთელიძეს შვილი როგორც კი გაუჩნდებოდა, მალევე ეღუპებოდა. ერთხელ მას წმინდა ბარბარე გამოეცხადა და ზემოხსენებულ ადგილზე მიანიშნა, კახეთელიძეებმა წმინდანის სახელზე ააშენეს ტაძარი, ამის შემდეგ მათ ოჯახში ჯანმრთელი ბავშვები იბადებოდნენ.

საყდრივაკე

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ეკუთვნოდა თავად ყიფიანებს. იგი ააშენს XIX საუკუნეში, კლდეებით შემოსაზღვრულ ადგილას. ეს არის ერთთავიანი შენობა, ზომები 7,8X3,2 მ-ზე. მას ოთხივე კედელში ჩატანებული ჰქონდა ქვევრები, რომლებიც წირვა ლოცვის დროს საამო ხმებს გამოსცემდა. ეკლესია აშენდა თავად ნიკოლოზ ყიფიანის თაოსნობით. მს გვარი ბრწყინვალე თავდის გვარით არის ცნობილი. ეკლესიას გარს ერტყა დიდი ქვის გალავანი და მის ეზოში მოქმედებდა სათნოების სახლი, სადაც უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ და მკურნალობდნენ გაჭირვებულებსა და ავადმყოფებს. საკურთხევლის კედელი იყო მოხატული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ფრესკებით. ეკლესიის აღოსავლეთით, კლდეზე არის ზედა და ქვედა კოშკი, ციხე-ნანგრევები, ჩრდილოეთით - ნაციხვარი კოშკი, რომელში იყო სამლოცველო. ნათლისღებისა და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ყიფიანებს სტუმრობდნენ მეზობელი სოფლებიდან თავად-აზნაურნი, მათ შორის მხეიძეები, რომელთანაც ნათელ-მირონობა აკავშირებდათ. წირვა-ლოცვის შემდეგ იმართებოდა ჯირითობა. კომუნისტებმა ყიფიანებს ჩამოართვეს საგვარეულო განძი, მათ შორის ძვირფასი ხატები, რომელთა ბედიც უცნობია. აუჭრეს 80 ძირი ნიგოზი და ჩამოასახლეს ეგერთწოდებულ ჭარბაძეების უბანში. მაგრამ ეკლესიას არ შეხებიან. ყიფიანებს გამუდმებით სდევნიდნენ, ასახლებდნენ ერთი ადგილიდან - მეორზე. ისინი ვეღარ ახერხებდნენ ეკლესიის მოვლას; 1991 წელს იგი მიწისძვრამ დაანგრია. იქაურობა გაუვალ ტყედ იქცა. ხალხი აღარ დადიოდა მოსალოცად. საყდრივაკესთან პატარა ღელე ჩამოედინება. 1999 წლის 28 აგვისტოს ღამით პატარა ღელე ადიდდა, კალაპოტიდან გადავიდა და სახლებში შევარდა, თუმცა ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხალხმა ეს ღვთისმშობლის მიერ მოვლენილ გაფრთხილებად ჩათვალა. 2000 წელს სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ, რომლებსაც სოფლის ახალგაზრდობა შეუერთდა, გაიწმინდა საყდრივაკის ტერიტორია.
 

დიდი ჩორჯო - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხვანჭკარის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 175 ადამიანი.
სოფელი დიდი ჩორჯო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
სოფელში მდებარეობს "საყიორის" წმ.გიორგის ეკლესია.
 

პატარა ჩორჯო - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხვანჭკარის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან 780 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 163 ადამიანი.
სოფელი პატარა ჩორჯო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ჩორჯო - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.131

პატარა ჩორჯოს „საყიორის“ წმ.გიორგის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 5,7X3,2 მ, ნაკერი შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან, ხურავს ყავარი, რომელიც ნაწილობრივ დამპალია. სახურავი (თაღის მაგიერ) ფიცრისა აქვს: კედლები შიგნით და გარეთ გალესილია კირით: დასავლეთ კედელს გარეთ, საქარესთან, უდევს ქვა, რომელიც შემკული ყოფილა ჩუქურთმით: დღეს იგი ძლიერ დაზიანებულია: ჩუქურთმის ნაშთი შერჩენჯა მხოლოდ ძირა მარჯვენა კუთხეში. ეკლესიას კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. სარკმელი - აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1. ტრაპეზი კედელზეა მიდგმული. საკურთხეველში არის ორი დიდი თახჩა: ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით; უკანასკნელში სამკვეთლო უნდა ყოფილიყო გამართული. აქვე, მაღლა, კედელში დატანებულია ორი ქვევრი ხმისათვის. ეკლესია გაუტეხიათ 1930 წ. მაისში; წაუღიათ სიძველეები:
1. ვერცხლზე ნაჭედი წმ.გიორგის ხატი, 25X20 სმ (დაახლ.), შემკული ორი თვლით.
2. ზარი. ეკლესიის ეზოში დგას მრაგავალწლოვანი ხეები: ურთხელი 7, ცაცხვი 3, მუხა 6. გამოღმა ჩორჯოს არის ასეთივე ხეები: საელიოზე - ურთხელი მრავლად, სამების ახალი ეკლესიის ეზოში 3 ცაცხვი, საჯვარეზე - ცაცხვი მრავლად.
ჩორჯო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩორჯო. . . ეს ალბათ, ქვემო რაჭაა, ისე რა უცნაური სახელია, სადური წარმოშობის უნდა იყოს? - ჩორ-ჯო" - დამარცვლით იმეორებს პროფესორი სოფლის სახელს და სათვალიდან გამომცდელად იმზირება; - "ტოპონიმიკურ ლექსიკონში მოიძიე და შემდეგ ლექციაზე შენი სოფლის შესახებ გვიამბე!"... აი, შენი "ქვემო რაჭული ტოპონიმიკური ლექსიკონიც"...ჩ...ჩ..ჩ - ვჩურჩულებ ჩუმად და გული მწყდება, რომ ნაცნობ სახელს ვერსად ვხვდები. ისევ "ჩორჯელები" თუ მიშველიან, ენათმეცნიერები ვერაფრით დამეხმარნენ; ლექსიკონში რამდენიმე ქვემო რაჭული სოფელი საერთოდ არც კი არის მოხსენებული. რაჭის ეთნოგრაფიულ ყოფაში არის ისეთი სახელწოდებებიც, რომელთა ზუსტი ახსნა არ მოეძებნებათ და მათი წარმოშობის საკითხი მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე არსებობს. სოფლის სახელი სვანური დიალქტისგან არის წარმოებული და ნიშნავს "მოსასვენებელ ადგილს" ("ჩორჯოუ" - დავისვენოთ). ამ ჰიპოთეზას თავისი ახსნაც გააჩნია; დაახლოებით, XIX საუკუნის შუა ხანებში ქვემო სვანები სურსათ-სანოვაგის შესაძენად რაჭის ტერიტორიაზე მთებით გადმოდიოდნენ, ხშირად ისვენებდნენ ამ ადგილას, რომელსაც შემდეგში "ჩორჯო" უწოდეს, და გზას დასახული მიმართულებით ისევ აგრძელებდნენ. მეორე ვერსიით კი, სოფლის სახელი ტკბილ სასმელს უკავშირდება, რომელსაც სვანეთში ამზადებდნენ... ასე რომ ორივე მოსაზრების საფუძველზე "ჩორჯელები," გარკვეულწილად, სვანების "ნათლულებად" შეიძლება მოვიაზროთ. . . თუმცა მიუხედავდ კეთილმეზობლური ურთიერთობისა, შემდგომში სვანებს საძოვრების გამო იმ ადგილის მითვისება მოუნდომებიათ, დიდი საქმეების გარჩევის შემდეგ ტერიტორია ჩორჯოს საზღვრებში დარჩა, "კონფლიქტურ ზონას' კი, "ნაომარი" და "საცალო" დაერქვა. წლების შემდეგ თანამედროვე სვანებმა და "ჩვენ" საერთოდ ენა გამოვნახეთ და მათზე ნაამბობი ანეკდოტებიც მეგობრულად გავიყავით. მოსახლეობის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობაში მევენახეობა წარმოადგენს. ვაზის ჯიშებიდან, განსაკუთრებით, აღსანიშნავია ალექსანდროული და მუჯურეთული. სხვა კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, ლობიო და კარტოფილი. ადრეულ წლებში, როგორც სოფლის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, მოჰყავდათ ხორბალი, თუმცა ამჟამად პურის ყანები აღარ არსებობს. მხოლოდ "კალოს" სახელი არის წარსულიდან შემორჩენილი. რაც შეეხება სოფლის წარსულს, მის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს წმინდა სამების და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები ასრულებდა, სადაც ჩვეულებრივ მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. სამების სახელობის ეკლესია ორჯერ აიგო, პირველად ის უფრო მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი ყოფილია, სოფელს თავისი ხარჯებით აუგია. ბუნებრივი მოვლენების გამო, ეკლესია დანგრეულა, მის ნაცვლად კი, 1912 წელს ერასტი გაბიჩვაძის ინიციატივით ბერძენმა მშენებლებმა ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ააგეს, ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილო ფასადზე არსებული წარწერა იძლევა. ახალ ტაძარში არ შეწყვეტილა ღვთისმსახურება, ტაძრის წინამღვრობას ზემოთ ხსენებული პიროვნება უწევდა; ის ტაძრის ეზოში არის დაკრძალული. ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ეკლესიის ცხოვრებაც შეცვალა. ბოლშევიზმისა და მათი ბელადის იდეოლოგიამ პატარა სოფლის ცხოვრებაც გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ეკლესიამ მოქმედება შეწყვიტა. ეკლესიას ჰქონია ბიბლიოთეკაც, თუმცა საეჭვოა "წითელ ჭირს" რაიმე გადარჩენოდა. ტაძარი ჯერ საქონლის სადგომად, ხოლო შემდგომ სოფლის ბეღლად აქციეს. უპატრონო ეკლესიის ამბავი ამ ტაძარზე რეალურად აცხადდა, ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა. ამის შემდგომ ვერავინ შეძლო მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება და ტაძრის ისტორიაც შეწყდა.
 

მეორე ტოლა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხვანჭკარის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.
სოფელი მეორე ტოლა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

პირველი ტოლა - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ხვანჭკარის თემი), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ასკისწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. სოფელში დგას მაცხოვრის ეკლესია. მეორე ტოლა - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. სოფელში დგას სამების ეკლესია

ტოლა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.124

ტოლას არის ორი ძველი ეკლესია: ერთი მაცხოვრისა, პირველ ტოლას, ანუ პირველ უბანს. და მეორე სამებისა, მეორე ტოლას.

1. მაცხოვრის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 6,3X4,7 მ. ნაგები შირიმის ქვისა და კირისაგან (ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების ზედა ნაწილები ნაგებია რიყის ქვით). დგას მარტო კედლები, რომლებიც შიგნით და გარეთ გალესილია კირით. სახურავის უდიდესი ნაწილი გადახდილია, დარჩენილი ნაწილი კიდევ სულ დამპალია. იატაკად აგია სწორპირიანი ქვა. ეკლესიას კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი აღმოსავლეთით -1, სამხრეთით - 1: დასავლეთით - 1, ტრაპეზი საკურთხევლის შუაშია, სამკვეთლო კედელშია გამართული. საკურთხეველში არის ორი თახჩა (ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით). ეკლესიას გარეთ, დასავლეთ მხარეს, კარის ასწვრივ აქვს ქვა ძველი ფორმის ჯვრის გამოსახულებით; უკანასკნელის ასწვრივ კიდევ კედელშივე ცხვრის (?) თავის გამოსახულებაა.

2. სამების ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 5X3,8 მ. ნაგები კლდის ქვისა და კირისაგან. დგას მარტო კედლები. სახურავგადახდილი. საკურთხევლის აღმოსავლეთი ნაწილი სწორკუთხედია; კედლები შიგნით და გარეთ გალესილია კირით. კარი აქვს სამხრეთით, დასალეთით და ჩრდილოეთით. სარკმელი აღმოსავლეთით -1, დასავლეთით -1, ტრაპეზი საკურთხევლის შუაში ყოფილა, დღეს იგი ნახევრად დაქცეულია; სამკვეთლო კუთხეშია გამართული; საკურთხეველშივე არის პატარა თახჩები; შუა ეკლესიაში, ჩრდილოეთ კედელში არის მოზრდილი თახჩა. ეკლესიას გარეთ, დასავლეთის კარის ზემოთ, აქვს ქვა ძველი ფორმის ჯვრის გამოსახულებით.
 

ხიდიკრის ადმინისტრაციული ერთეული

ხიდიკარი 

ხიდიკარი

 

ხიდიკრის ყოფლი გოგირდოვანი აბანო  

 

 

ხიდიკრის კულტურის სახლი

ხიმში — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხიდიკრის თემი), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 219 ადამიანი.
სოფელი ხიმში ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

  ისტორია
სავარაუდოდ, სოფლის ტერიტორია XI საუკუნეში იყო დასახლებული. აქაურ გოგირდოვან წყაროებს შუა საუკუნეებიდანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. შემონახულია XI საუკუნის წმინდა გიორგი (თეთრი გიორგის) დარბაზული ეკლესია, ინტერიერში ამავე ხანის მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერებია; მაღლობზე, კლდისუბანში გვიანდელი შუა საუკუნეების „წულუკიძის კოშკის“ ნანგრევებია.
მდინარე რიონის ხეობაში კლდეებს შორის შუა საუკუნეების ხიდიკრის ციხესიმაგრეა; იგი აღმოსავლეთის მხრიდან იცავდა რაჭის ერისთავთა რეზიდენცია ბარაკონს.
„კრიხულას შესართავსა და ამბროლაურ ხიმშს ზევით მოვიწროვდების რიონი, სამხრიდამ და ჩრდილოდამ კლდითა, მუნ ძეს ხიდი რიონზედ, ხიდის თავს კლდის ძირში არს ციხე და უწოდებენ ხიდიკარს“
(ვახუშტი ბატონიშვილი)
 

კვაცხუთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ქუთაისი-ონის საავტომობილო გზაზე. ხიდიკრის თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფელი:ხიმში). ზღვის დონიდან 900 მეტრი, ამბროლაურიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 418 ადამიანი.
სოფელი კვაცხუთი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

 

 

იწის ადმინისტრაციული ერთეული

იწა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, ქვემო კრიხი, შუა კრიხი). ზღვის დონიდან 640 მეტრი, ამბროლაურიდან 1 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 97 ადამიანი.
სოფელი იწა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

იწის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფელ იწაში ვოვა გურგენიძის ძალისხმევით 2007-2008 წლებში ამავე სახელობის უძველესი სალოცავის ფუძეზე აშენდა.


 

იწის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

 

იწის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

გორი — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების კრიხულისა და რიონის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ამბროლაურიდან 1 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 76 ადამიანი.
სოფელი გორი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

 

ახალსოფელი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე კრიხულისა (რიონის შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ამბროლაურიდან 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 80 ადამიანი. ახალსოფელი წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVIII საუკუნის დასაწყისიდან.
სოფელი ახალსოფელი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

კრიხი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო კრიხის, შუა კრიხის და ქვემო კრიხის ძველი სახელწოდება.

ზემო კრიხი — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი. სოფლის განაპირას აღმართულია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მთავარანგელოზთა ეკლესია.

ზემო კრიხი

 

ქვემო კრიხი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 650 მეტრი, ამბროლაურიდან 3,5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 177 ადამიანი.
სოფელი ქვემო კრიხი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

შუა კრიხი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ამბროლაურიდან 3,5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.

 

კრიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

 

კრიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

 

 კრიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ლიხეთის ადმინისტრაციული ერთეული

ლიხეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლუხუნის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:აბარი, ურავი). ზღვის დონიდან 820 მეტრი, ამბროლაურიდან 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 491 ადამიანი.
სოფელი ლიხეთი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. სოფლის ტერიტორიაზე გაითხარა ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხი. მიკვლეულია აგრეთვე ფეოდალური ხანის მადნის სადნობი ღუმელი. ლიხეთის მახლობლად შემორჩენილია მეჭვრეთის სამონასტრო კომპლექსის (VIII-IX სს) ნანგრევები.

აბარი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ლიხეთის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ლუხუნისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 880 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 206 ადამიანი.სოფელი აბარი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ურავი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ლიხეთის თემი), მდებარეობს მდინარე ლუხუნის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ამბროლაურიდან 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 567 ადამიანი.
სოფელი ურავი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ნამანევის ადმინისტრაციული ერთეული

ნამანევი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. თემის ტეროტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ზედა შავრა, თხმორი, ხონჭიორი). ზღვის დონიდან 1160 მეტრი, ამბროლაურიდან 27 კილომეტრი. სოფლის თავდაპირველი სახელწოდებაა ნამარნევი, წყაროებში პირველად მოიხსენიება 1691 წელს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 ადამიანი.
სოფელი ნამანევი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ხონჭიორი — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნამანევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 154 ადამიანი.
წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნეში. სოფელში დგას XVIII საუკუნის (1901 წელს აშენებული) გუმბათობანი ეკლესია, მახლობლად - შუა საუკუნეების „უდაბნოს“ მონასტრის ეკლესია და სამრეკლო.
სოფელი ხონჭიორი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

სოფელი ხონჭიორი

ხონჭიორის ღვთისმშობლის ეკლესია



 

ზედა შავრა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნამანევის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ამბროლაურიდან 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 136 ადამიანი.
სოფელი ზედა შავრა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

თხმორის ჩანჩქერი თხმორის ჩანჩქერი

თხმორი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნამანევის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ამბროლაურიდან 30 კილომეტრი. 1691 წელს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 87 ადამიანი.
სოფელი თხმორი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ღადიშის ადმინისტრაციული ერთეული

ღადიში — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები: ბაჯი, პატარა ონი, ტბეთი, ქვედა შავრა). ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 74 ადამიანი.
სოფელი ღადიში ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ბაჯი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ღადიშის თემი ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 620 მეტრი, ამბროლაურიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 141 ადამიანი.
 სოფელი ბაჯი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

 

ბეთი – სოფელი ამბროლაურის რაიონში (ღადიშის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 28 კილომეტრი. სოფელში შემონახულია X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია.  

ქვედა შავრა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ღადიშის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 77 ადამიანი.
სოფელი ქვედა შავრა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ზედა შავრა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნამანევის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ამბროლაურიდან 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 136 ადამიანი.
სოფელი ზედა შავრა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

სადმელის ადმინისტრაციული ერთეული

სადმელი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა და მდინარე რიცეულის მარცხენა მხარეს, სადმელის თემი შედის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში და მოიცავს ხუთ სოფელს: სადმელს, კლდისუბანს, ბოსტანას, ღვიარას და ძირაგეულს. თემის საერთო ფართობია 1430 კვ.მ. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 500-600 მეტრის სიმაღლეზე და 4-5 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ ამბროლაურს. ზღვის დონიდან 760 მეტრი. სადმელის თემი მდიდარია ისტორიული ნაგებობებით: ღვთისმშობლის სახელობის კლდისუბნის ეკლესია (IX-X, სადმელი),

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XI, სადმელი), სამების ეკლესია (სადმელი), კოშკი ნაციხურა – იაშვილების “პირველი” სამოსახლო (სადმელი), კლდისუბნის ციხესიმაგრის კომპლექსი “საიაშვილო” (სადმელი), წმინდა თევდორეს ეკლესია (IX, ღვიარა), ჯვარცმის მცირე ეკლესია (XIV, ღვიარა), “სოჩბის” წმინდა გიორგის ეკლესია (ღვიარა), საჯვარე – სალოცავი მუხები (ბოსტანა), ძირაგეულის ეკლესიის ნანგრევები. თემში ჩამოდის მდინარეები: კაპის წყალი, ჟრინავი, შავი ღელე, მათგან გამოდის მდინარე რიცეულა. აღნიშნული მდინარეები, განსაკუთრებით შავი ღელე სავსეა კალმახით. “ცივწყალას” ტერიტორიაზე არის ჩანჩქერები. სოფელ ღვიარაში ჩამოდის ღელე ღვიარულა. თემის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნებრივი ეხები (პატარა გამოქვაბულები). სოფელი სადმელი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას. 

 საიაშვილო

კლდისუბანი - სოფელი ამბროლაურის რაიონში (სადმელის საბჭო), მდებარეობს მდინარე რიცეულის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ამბროლაურიდან 6 კილომეტრში.

ბოსტანა — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სადმელის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარეების რიცეულისა და ჩორჯოსწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ამბროლაური-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 ადამიანი.
სოფელი ბოსტანა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ძირაგეული - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სადმელის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 650 მეტრი, ამბროლაურიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 ადამიანი. 

ჭყვიშის ადმინისტრაციული ერთეული

ჭყვიში — სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (შუამთის თემი), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ყუმურის შეერთების ადგილას. ზღვის დონიდან 60 მეტრი. ვანიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 543 ადამიანი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში ჭყუშის სახელით.
ჭყვიშში დაიბადნენ გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. სოფელში არის მათი სახლ-მუზეუმი. სოფელში ყოველწლიურად იმართება „გალაკტიონობა“ და „ტიციანობა“. სოფელში აგრეთვე დაიბადა ქართველი სასულიერო მოღვაწე სიმონ ბაღდავაძე.

ზედა ჭყვიში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ჭყვიშის თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ქვედა ჭყვიში, ქვიშარი). ზღვის დონიდან 750 მეტრი, ამბროლაურიდან 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 197 ადამიანი.
სოფელი ზედა ჭყვიში ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ქვედა ჭყვიში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭყვიშის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 215 ადამიანი.
სოფელი ქვედა ჭყვიში ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ქვიშარი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭყვიშის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 550 მეტრი, ამბროლაურიდან 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 320 ადამიანი.
სოფელი ქვიშარი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

სხვავის ადმინისტრაციული ერთეული

შუა სხვავა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. სხვავის თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ზემო სხვავა, ფუტიეთი). ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 151 ადამიანი. სოფელში დგას შუა საუკუნეების „კვარას ციხე“ და XIX საუკუნის გუმბათიანი ეკლესია.
სოფელი შუა სხვავა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

კვარა ციხის ნანგრევები



ზემო სხვავა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (სხვავის თემი). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 ადამიანი.
სოფელი ზემო სხვავა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

ფუტიეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სხვავის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.
სოფელი ფუტიეთი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.


 

ველევის ადმინისტრაციული ერთეული

 ველევის თემი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რეგიონული ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კილომეტრის დაშორებით, რაჭის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ველეულას მარჯვენა ნაპირას. ველევის თემში ოთხი სოფელი შედის: ველევი, კვირიკეწმინდა, ბეთლევი და შხივანა. თემი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს. სოფელ ველევს ჩრდილო-დასავლეთით აკრავს გაბუნის კლდე, რომელიც სოფელს ხდის მყუდროს და ერთგვარი ქარსაცავის როლს ასრულებს. გაბუნის კლდის თავზე მდებარეობს სოფლის მთავარი სალოცავი – წვერის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც გასაბჭოების შემდეგ უპატრონობისგან დაინგრა და გაპარტახდა. ახლა იგი მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

სოფლის და მისი სახელწოდების შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში არის ცნობა, სადაც ვკითხულობთ, რომ სოფელი წყაროებში XVII საუკუნიდან მოიხსენება. ველევი გვხვდება ვახუშტი ბაგრატიონთან "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", სადაც მოხსენებულია სოფლის სახელწოდება და მისი მიმდებარე ტერიტორიები: "სამხრეთით წინიდამ წამოსული მთა დასავლეთად აღმოსავლეთიდამ ვიდრე არჰანისა და დღნორამდე, გაჭრილი რიონისგან მუნ მთარა ამას საერთოდ უწოდებენ რაჭის მთას, ხოლო განყოფით დღნორს ზეით წმიდისას გიორგისას. მესამე გაჭრილს, ნაქერალს, ველევს, გარჯილას, საწალიკე და კეცებს"...

 

ველევი - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის (რიონის აუზი) მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ბეთლევი, კორტი, შხივანა). ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ამბროლაურიდან 9 კილომეტრი. ველევი წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესია.

აღნიშნული აღწერიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ XVIII საუკუნის I ნახევარში ველევი, როგორც ტოპონიმი უკვე არსებობს, მაგრამ ნაშრომში არ არის მითითებული, არის ეს სოფლის სახელწოდება თუ არა. ერთი რამ კი უეჭველია, რომ ტოპონიმი – ველევის მთა არსებობდა. ასევე არ არის გამორიცხული, რომ სოფელიც არსებობდა, რადგან ვახუშტი თავის ნაშრომში ძირითადად რაჭა-ოკრიბის საზღვრებს აღწერს და არა სოფლებს. არსებობს სოფლის სახელწოდების შესახებ ორი ხალხური გადმოცემა. პირველი გადმოცემით სოფლის სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან “ველები.” როგორც ამბობენ, იქ სადაც ახლა სოფელია, ადრე გაშვებული ველები, ვრცელი ფართობი ყოფილა. აქედან გამომდინარე, დასახლებას ველევი დარქმევია. მეორე გადმოცემა უკავშირდება იმერეთის მეფის სოლომონის და როსტომი რაჭის ერისთავის სახელებს. გადმოცემის თანახმად, როსოტმს რაჭის დასაპყრობად მოსული სოლომონი სოფელ შხივანას მიდამოებში დაუმარცხებია. უკუქცეული სოლომონისთვის უკითხავთ თუ რას აპირებდა იგი შემდგომში. მას ასეთი პასუხი გაუცია- “რა ვქნა, ველევი ამ ადგილებსო,” და თურმე იგი მდგარა იმ ადგილზე, სადაც დღეს ველევი მდებარეობს. ეს ამბავი XVIII საუკუნის II მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო. როგორც ყველა სოფელს, ველევსაც ჰყავდა აზნაურები. ესენი აქ კვიტაშვილების გვარით იყვნენ წარმოდგენილნი. როგორც ვარაუდობენ, ისინი სოფელ კვირიკეწმინდადან უნდა იყვნენ გადმოსახლებულნი. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ სოფელ კვირიკეწმინდაში დღემდე არის მე-9 საუკუნის კვიტაშვილების ციხე. არის ცნობა, რომ ველეველი კვიტაშვილი რაჭველთ რაზმით ერეკლე II ასპინძის ომში ხლებია. მათ გარდა სოფელში სახლობენ: მაცაბერიძეები, გოგსაძეები, ჩიხრაძეები, გორგიაშვილები, გელბახიანები. არის რამდენიმე შემოსახლებული ან ჩასიძებული გვარი: ენუქიძე, საყვარელიძე და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თემში შემავალი წმინდა ადგილები. სოფელ კვირიკეწმინდაში დღეისთვის აღდგენილია წმინდა კვირიკესა და ივლიტეს სახელობის ეკლესია, აგებულია X-XI საუკუნეში, არის სამნავიანი ბაზილიკა. სამხრეთ კარიბჭის თავზე ხუცური წარწერაა შემორჩენილი, რაც ეკლესიის სიძველეზე მეტყველებს. შემკულია ჩუქურთმებით, რელიეფებით. შუა ნავის კედელში ცხვრის თავის სკულპტურული გამოსახულებაა ჩატანებული. სოფელ ბეთლევში მოღწეულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნანგრევების სახით, რომელიც აიგო და მოიხატა 1493 წელს. იგი იყო დარბაზული ტიპის ნაგებობა. სოფელ შხივანაში დღეისთვის ნანგრევების სახითაა შემორჩენილი მაცხოვრის სახელობის ეკლესია. აიგო XVII საუკუნეში. იყო დარბაზული ტიპის ნაგებობა. ეკლესიის ზარი ინახება სოფელში. სოფელ ველევში არის ორი ეკლესია: სამებისა და წვერის წმინდა გიორგის. სამების ეკლესია სოფლის განაპირას მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ იგი მე-19 საუკუნისაა. როგორც ამბობენ სამების ეკლესია ძალზე ლამაზი ყოფილა. შიგნით ცაცხვის ხის შესანიშნავი საკურთხეველი მდგარა, კედლებში სპეციალურად დატანებული ქვაბები შესანიშნავ აკუსტიკას ქმნიდნენ. ცნობილია ამ ეკლესიის ბოლო მღვდლის გვარიც, ადგილობრივი მკვიდრი ნესტორ სირაძე. შენობა იყო დარბაზული ტიპის. არ იყო მოხატული, შემკული იყო მცირე ჩუქურთმებითა და რელიეფებით. მოღწეულია ნანგრევების სახით. ეკლესიას საბჭოთა პერიოდში, 1935 წელს სახურავი მოხადეს, რათა იმით სკოლის შენობა გადაეხურათ. ის სკოლა ორჯერ დაიწვა, მეორედ – მთლიანად, სახურავთან ერთად. ტაძარი, რომელიც გადახურვის გარეშე დარჩა თანდათან განადგურდა და ბოლოს 1991 წლის მიწისძვრის დროს სრულად დაინგრა. მისი სიძველეებიდან შემორჩენილია სპილენძის ზარი, ასევე ბრინჯაოს ჩაფრასტი (ინახება ქუთაისის მუზეუმში). მეორე მთავარი სალოცავი არის ველევის წვერის წმინდა გიორგი. იგი მდებარეობს გაბუნის კლდეთა წყების, გორისტევის მთაზე ზღვის დონიდან 1442 მეტრზე. გიორგობას, რომელსაც საქართველოში ორჯერ აღნიშნავენ, აქ დიდი ზეიმით ხვდებიან. ამ დღეობისთვის თემში წინასწარ ემზადებიან, კლავენ შესაწირ პირუტყვს და მიაქვთ სალოცავზე. წინათ გორისტევის ეკლესიას ბერები ემსახურებოდნენ, ჰქონდათ საკუთარი მეურნეობა და სოფელს ნაკლებად აწუხებდნენ. ვარაუდობენ, რომ გორისტევის ეკლესია XVIII საუკუნისაა. ამჟამად იგი მთლაინად დანგრეულია და მხოლოდ სამრეკლოს ნანგრევებია შემორჩენილი.  

ბეთლევი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი. სოფელში დგას ღვთისმშობლის ეკლესია
სოფელი ბეთლევი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
სოფელში დგას ღვთისმშობლის ეკლესია.
 

ბეთლევი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი. სოფელში დგას ღვთისმშობლის ეკლესია
სოფელი ბეთლევი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
სოფელში დგას ღვთისმშობლის ეკლესია.

ბეთლევის ღვთისმშობლის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 5,2X3,2 მ. (ეკლესია აღწერილია 1926 წელს; 1930 წელს იგი დაზიანებული აღმოჩნდა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მთავარი წარწერები (იაშვილისა და იოანე კვიტაშვილისა) დღეს მცირე ნაშთადღა შერჩენილან. ეკლესია კრების სახლად გაუმართავთ, რასაც მიუყენებია ასეთი ზარალი). ნაგები ქვიტკირისაგან; ხურავს ყავარი, გარედან გალესილია კირით; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით; სარკმელი - აღმოსავლეთით 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1; ტრაპეზი კედელზეა მიდგმული; სამკვეთლოს ადგილი არა ჩანს. შიგნით ეკლესია მოხატულია, მხატვრობას წარწერები ასომთავრულად აქვს.

სიძველენი:

1. (ქ.2197). ეკლესიის მთავარი სიძველის ოქროს ფურცელზე ნაჭედი „ბეთლემის“ ღვთისმშობლის ხატის ნაშთი; ხატის ზურგიდან ჩამოცვივნული რაღაც ნივთიერებათა ნადუღის ნატეხები ღვთისმშობლის ხელისა, ტანისამოსისა, ყრმის თავისა და სხვ. გამოსახულებით - ერთი მცირე გროვა. ხატი, ზომით 45X35 სმ (დაახლ.), შემკული ყოფილა სამი დიდი იაგუნდით და ასომთავრული წარწერით. იგი გაუნადგურებიათ 1926 წ. სექტემბერ-ოქტომბერში: ნაშთი გაბნეული იყო იატაკზე. ადგილობრივმა მკვიდრმა მასწავლებელმა ალექსანდრე კვიტაიშვილმა გადმომცა, რომ მას დიდი ხნის წინათ პალეოგრაფიული სისწორით გადმოუღია ხსენებული ხატის წარწერა, რომელიც შემდეგ ამოუკითხვინებია ვიღაც გენათელი ბერისათვის; ეწერაო: "ეს ხატი შემამწირავს ზაქარია კვიტაშვილსა"-ო. დღეს ეს წარწერა ხსენებულმა პირმა ვეღარ იპოვა თავის ქაღალდებში. ზაქარია კვიტასშვილი გვხვდება აგრეთვე ბარეულის დედა ღვთის ეკლესიის ხატიდან დარჩენილ წარწერაში


 

კვირიკეწმინდა (ყოფ. კორტი) - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხოტეურის ხეობაში. ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ამბროლაურიდან 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი.
სოფელი კვირიკეწმინდა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

კვირიკეწმიდის წმ.კვირიკე და ივლიტეს ეკლესია ნავიანი ბაზილიკაა, 9,25 (საკურთხევლამდე 5,7) X 6,4 მ. ნაგები თლილი ქვისა (ნაწილობრივ შირიმი) და კირისაგან. ხურავს ყავარი. თაღი დაბჯენილია ორ სვეტზე. მთავარი აფსიდი საკურთხევლისა აღმოსავლეთით გამოწეულია გარეთ ხუთ წახნაგად; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. სარკმელი - აღმოსავლეთით - 4. სამხრეთით - 1 და დასავლეთით - 1. 1924-1925 წწ. შემდეგ ეკლესია დაცარიელებულია მთლად. ეკლესიას აქვს წარწერები.

დასავლეთის კედლის წარწერის მიხედვით ეკლესია აშენებული უნდა იყოს XVI-XVII სს. ეკლესიის აღმოსავლეთ-სამხრეთით, 50 მ დაშორებით, არის ციხის ნანგრევი, რომელიც უნდა იყოს ვახუშტის მიერ მოხსენიებული კვიტაშვილის ციხე.  ეკლესიიდანვე დასავლეთ-სამხრეთით ძირს, 1 ვერსის დაშორებით კლდის წვერზე არის სხვა ციხისა თუ კოშკის ნანგრევი.

წმ. კვირიკეს და ივლიტეს ეკლესია                                               კვიტაშვილების საგვარეულო კოშკი

შხივანა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ველეულის (რიონის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1240 მეტრი, ამბროლაურიდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 41 ადამიანი.
სოფელი შხივანა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები