მრეწველობა

საბჭოთა პერიოდში ამბროლაურში მუშაობდა როგორც მომპოვებელი მრეწველობა (ურავის დარიშხანის ქარხანა) ასევე რამდენიმე საკონსერვო და მსუბქი მრეწველობის ქარხნები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ეს ქარხანა გაჩერდა.

დღეისათვის აქტიურია მშენებლობის სფერო, რომელსაც გამოცოცხლებას ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებმა. რეგიონული განვითარების ფონდისა თუ სხავადსხვა სამთავრობო პროგრამების ხაზით მუნიციპალიტეტში ბოლო ორ წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარია ათვისებული, სამუშაოები სრულდებოდა როგორც ადგილობრივი ფირმების ასევე შემოსული კომპანიების მიერ. განსაკუთრებით აქტიურია გზის მშენებელი კომპანიები.

ასევე უკეთ არის წარმოდგენილი კვების მრეწველობა, ძირითადად ღვინის ქარხნები, რაც გამოწვეულია იმით რომ მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ენდემური ვაზის ჯიშები საიდანაც მსოფლიოში განთქმული ღვინოები ჩამოისხმება. ღვინის მრეწველობას განვითარებას კარგი დინამიკა ჰქონდა 2007 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გამოცხადებამდე. მაგალითისთვის 2004 წელს რაჭიდან რუსეთის ბაზრებზე 498 ათასი ლარის ღირებულების ღვინის პროდუქცია გადიოდა. დღეისათვის კი ექსპორტი გართულებულია, ღვინო ძირითადად შიდა ბაზარსა და ევროპის ქვეყნებში გადის, შემცირებული მოცულობით.

ბოლო წლებში ხელისუფლება შეეცადა დარიშხნის მომპოვებელი საწარმოს აღდგენას, დაიწყო მუშაობა ურავის ქარხნისათვის ინვესტიციების მოძიების მიზნით.

მოქმედი ტიპური საწარმოები:

სექტორი საწარმოთა რიცხვი
სამრეწველო 19
სახერხი 1
ღვინის ქარხანა 4
პურის საცხობი 5
წყლის კომპანია 1
უალკოჰოლო 2

 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები