სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა

სოფლის მეურნეობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტეში ეკონომიკის წამყვანი დარგია, აქ ძირითადად გავრცელებულია მევენახეობა, მეცხოველეობა, მეხილეობა და შედარებით მცირე მასშტაბებით მემარცვლეობა. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობა.

სასოფლო სამეურნეო სავარგულების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტი მცირემიწიანია. აქ კომლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები 2,613 ჰა-ს შეადგენს საიდანაც 2 060 ჰა. ერთწლიან და მრავალწლიან ნათესებს უკავია. მუნიციპალიტეტის კომლების სრულ უმრავლესობას (5,180) 1.25 ჰექტარზე ნაკლები მიწა აქვს საკუთრებაში. 2009 წლის სექტემბრის მონაცემებით კომლების საკუთრებაში ითვლებოდა 9,900 მსხილფეხა რქოსანი პირუტყვი. კომლების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ საარსებო წყაროდ საოჯახო მეურნეობას მიუთითებს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის ისეთი ჯიშები როგორიცაა “ალექსანდროული”, “მუჯურეთული”, “წულიკიძის თეთრა” და “ძელშავი” ენდემური ჯიშებია და მხოლოდ ამ რეგიონის, კონკრეტულად კი ამ მუნიციპალიტეტის მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროსთვისაა დამახასიათებელი. ვაზის განაშენიანების მთლიანი ფართობია 903 ჰა. შესაბამისად, მოწეული ყურძნის რაოდენობის მიუხედავად იგი მაინც რჩება სტრატეგიულ პროდუქტად, მითუმეტეს, რომ ამ ჯიშებიდან ნაწარმოებ ღვინოებს კარგად იცნობენ ქვეყნის შიდა და გარე ბაზრებზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან 5 900 ჰა საძოვრებს უკავია, შესაბამისად თითოეულ სასოფლო კომლზე 1,1 ჰა საძოვარი მოდის, და სტატისტიკურად თითეულ ჰექტარ საძოვარზე 1.7 მსხვილფეხა პირუტყვია. მსხვილფეხა პირუტყვის მოვლისთვის რეგიონი მკაცრია, აქ ბართან შედარებით გრძელი ზამთარი იცის რას საოჯახო მეურნეობებიდან პირუტყვის გამოკვებისთვის დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

მუნიციპალიტეტში კარგადაა განვითარებული მეღორეობა, ისევე როგორც რაჭული ღვინო, რაჭული ლორიც განთქმულია. 2009 წლისთვის ღორის სულადობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული 2007 წელს გავრცელებული მონტგომერის დავადებასა და ღორის გრიპის გამო. საერთოდ აღსანიშნავია რომ რაჭის ტყეებში გავრცელებული ხის ჯიშების გამო (წიფელი, მუხა და წაბლი) ღორის შენახვა საოჯახო მეურნებობში შედარებით იაფი ჯდება.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები