განათლება

მუნციპალიტეტის ფუნქციონირებს 23 საჯარო სკოლა, მათ შორის 11 საშულო სკოლაა და 12 საბაზო სკოლაა. მთლიანად რაიონში 1 412 მოსწავლე და 386 მასწავლებელია. მუნიციპალიტეტში არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით არის 1 სამხატვრო და 1 სამუსიკო სკოლა. ასევე ფუქნციონირებს 1 სასპორტო სკოლა. ქ. ამბროლაურში მუშაობს ერთი შემოქმედებითი სტუდია.

2009-10 წლების განმავლობაში რეგიონული პროექტებიდან მოხდა სკოლების რეაბილიტაცია.

მუნიციპალიტეტის გამგებლობაშია 8 ბაგა-ბაღია (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება) სადაც 151 აღსაზრდელია. მუნიციპალიტეტში არის ერთი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, რომელიც გაერთიანებულია არასამეწარმეო იურიდიულ ორგანზაცაციაში “ამბროლაურის განათლების ცენტრი”.

სკოლამდელი დაწესებულებები დაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან იღებენ.

სკოლამდელი დაწესებულებები:

დასახელება აღსაზრდელთა რაოდ.
ამბროლაურის ბაგა-ბაღი 70
ჭრებალოს საბავშვო ბაღი 16
ბუგეულის საბავშვო ბაღი 9
სადმელის საბავშვო ბაღი 16
ხიდიკარის საბავშვო ბაღი 10
ლიხეთის საბავშვო ბაღი 7
წესის საბავშვო ბაღი 15
ნოკორწმინდის საბავშვო ბაღი 8

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები