განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა 2015 წლის 11 სექტემბერს აცხადებს კონკურსს, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა 10 დღიანი ვადა 11 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით. კანდიდატს უფლება აქვს კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში - 1 ვაკანსია;

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობები:

ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი - 1 ვაკანსია;

ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი - 1 ვაკანსია;

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების სპეციალისტი - 1 ვაკანსია;

გამგებლის წარმომადგენელი ხოტევის ადმინისტრაციულ ერთეულში - 1 ვაკანსია;

ბუგეულის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
 

 კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: საბუთების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებით.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები