განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა 2015 წლის 12 ივნისს აცხადებს კონკურსს, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა 10 დღიანი ვადა 12 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. კანდიდატს უფლება აქვს კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად ხუთ ვაკანსიაზე.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების საკითხებში წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობები:

1. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
2. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი - 1 ვაკანსია.
3. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსი - 1 ვაკანსია.
4. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 2 ვაკანსია.
5. შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
6. გამგებლის წარმომადგენელი ბუგეულის ადმინისტრაციულ ერთეულში - 1 ვაკანსია.
7. გამგებლის წარმომადგენელი ხოტევის ადმინისტრაციულ ერთეულში - 1 ვაკანსია.
8. ლიხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
9. ნამანევის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
10. ცახის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
11. წესის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
12. ჭყვიშის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
13. ხიდიკრის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი - 1 ვაკანსია.
14. ბუგეულის ადმინისტრაციული ერტეულის სპეციალისტის - 1 ვაკანსია.

 კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: საბუთების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებით.

კონკურსის მესამე ეტაპის - გასაუბრების პროგრამა განსაზღვრულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის N39 დადგენილებით „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები