განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ

25 მაისი 2015 წელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 2 ივნისს 11:00 საათზე მისამართზე - ქ. ამბროლაური, თამარ მეფის ქ. N1 (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში,  ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული).

პროექტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომის

დღის წესრიგი

ქ. ამბროლაური, თამარ მეფის ქ. N1                                                                                                            02.06.2015წ (11:00 სთ)

1. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი გაიოზ გაბისიანი - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

2. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საკომუნიკაციო მომსახურებისათვის ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 სექტემბრის N28 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი გაიოზ გაბისიანი - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

3. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი გაიოზ გაბისიანი - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

4. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის N06 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი მამუკი თომაძე - საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
მომხსენებელი მამუკა მეტონიძე - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

6. სხვადასხვა.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები