ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N11

 2017 წლის 04 ივლისი, ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის N26 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის“ (www.matsne.gov.ge; 03/01/2017წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016308) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები