ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №008

ქ. ამბროლაური, 18 აგვისტო 2014 წელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 35–ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 61–ე მუხლის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N01 დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე–17 მუხლის მე–2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესი დანართი N1–ის შესაბამისად.

2. დაევალოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს ბრძანების დაინტერესებული პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის უზრუნველყოფა.

3. ბრძანების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

4. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი
 

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები