განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა 2015 წლის 26 თებერვალს აცხადებს კონკურსს, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა 10 დღიანი ვადა 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით. კანდიდატს უფლება აქვს კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად ხუთ ვაკანსიაზე.

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის  ვაკანტური თანამდებობი:

1. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 1 ვაკანსია;
2. იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
3. საორგანიზაციო საკითხებში მთავარი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
4. საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
5. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
6. საქმისწარმოების საკითხებში წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია.
 

ამბროლაურის მუნიიცპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობები:

1. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი – 1 ვაკანსია;
2. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების უფროსი – 1 ვაკანსია;
3. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
4. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
5. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
6. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
7. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
8. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ეკონომიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
9. სოციალური სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
10. შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
11. გამგებლის წარმომადგენელი ბუგეულის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 ვაკანსია;
12. გამგებლის წარმომადგენელი ზნაკვის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 ვაკანსია;
13. გამგებლის წარმომადგენელი ნიკორწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 ვაკანსია;
14. გამგებლის წარმომადგენელი სხვავის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 ვაკანსია;
15. გამგებლის წარმომადგენელი ღადიშის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 ვაკანსია;
16. გამგებლის წარმომადგენელი ჭრებალოს ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 ვაკანსია;
17. გამგებლის წარმომადგენელი ხვანჭკარის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 ვაკანსია;
18. გამგებლის წარმომადგენელი ხიდიკრის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 ვაკანსია;
19. გამგებლის წარმომადგენელი ხოტევის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 ვაკანსია;
20. ბუგეულის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 2 ვაკანსია;
21. ველევის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
22. ზნაკვის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
23. იწის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
24. ლიხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 2 ვაკანსია;
25. ნამანევის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
26. ნიკორწმინდის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
27. სადმელის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 2 ვაკანსია;
28. სხვავის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
29. ღადიშის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
30. ცახის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
31. წესის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
32. ჭელიაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
33. ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
34. ჭყვიშის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
35. ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 2 ვაკანსია;
36. ხიდიკრის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია;
37. ხოტევის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი – 1 ვაკანსია.
 

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: საბუთების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებით.
 

კონკურსის მესამე ეტაპის - გასაუბრების პროგრამა განსაზღვრულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის N39 დადგენილებით „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები