ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

16 თებერვალი 2014 წ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების
ანგარიში

2014 წლის პროგრამული ბიუჯეტის ფორმირება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის #384დადგენილებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საუძველზე. ბიუჯეტით განისაზღვრა შემოსავლების საერთო მოცულობა 3 667 600 ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები _ 1 893 600 ლარი და საკუთარი შემოსავლები 1 774 100 ლარი. შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლები გაიწერა გადასახდელების ნაწილში, კერძოდ შრომის ანაზღაურებაში- 870 200ლარი, საქონელსა და მომსახურებაში-660 700 ლარი, სუბსიდიებში-158 100 ლარი, სოციალურ ზრუნველყოფაში 285 100 ლარი, სხვა ხარჯებში-77 600 ლარი და არაფინანსური აქტივების ცვლილებაში 1 616 000 ლარი. 2014 წლის პერიოდში ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები და წლის საბოლო მდგომარეობა შემდეგია:
2014 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 5 234 700 ლარის მოცულობით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერები- 3 389 200 ლარი, საკუთარი შემოსავლების გეგმა-1 845 600 ლარი. შემოსავლების ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 5 190 600 ლარი 99,2 %, სახელმრიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების ფაქტიური მოცულობა 3 293 600 ლარი 97,1 %, ხოლო საკუთარი შემოსავლები 1 897 000 ლარი 102,8 %.
2014 წლის ბიუჯეტის ხარჯების გეგმა შეადგენდა 3 551 900 ლარს, ხოლო შესრულება 2 964 800 ლარს 84 %-ს, სახეობების მიხედვით: შრომის ანაზღაურება გეგმა-841 400 ლარი, ფაქტი-834 400 ლარი 99%; საქონელი და მომსახურება გეგმა-1 726 500 ლარი, ფაქტი- 1165 900 ლარი 69 %; სუბსიდიების გეგმა-165 700 ლარი, ფაქტი-160 900 ლარი 97,5%; სოციალური უზრუნველყოფის გეგმა- 725 500 ლარი, ფაქტი-717 500 ლარი 98,8%. არაფინანსური აქტივების ცვლილების გეგმიური ნაწილი- 1 846 800 ლარი, ხოლო ფაქტიური შესრულება 1 443 400 ლარი 78%. ხარჯების საქონელისა და მომსახურებისა და არაფინანსური აქტივების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გამოწველია დაგეგმილი რეგიონალური პროექტების შეუსრულებლობით, რომელთაც თავისი ახსნა გააჩნია, რომლებიც თავისი დაფინანსებით შესასრულებლად გადმოვიდა 2015 წელს.
ქვემოთ დაწვრილებით ასახულია ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახდელების თითოეული მუხლი, ასევე თან ერთვის შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველი დანართები.

1.შემოსავლები:

2014 წლის შემოსავლებიდან დაგეგმილი იყო გადასახდელები 258 000 ლარის ოდენობით, ფაქტიურად შემოვიდა 256 100ლარი 97%, მათ შორის: საწარმოო ქონების გადასახადი გეგმა 238 000ლ. ფაქტი - 241 340 ლარი 101,4 %, მიწის გადასახადი გეგმა-20 000 ლარი, ფაქტი-14 505 ლარი 72,5%.
გრანტები: გათანაბრებითი ტრანსერი გეგმა 1 008,5 ლარი, ფაქტი - 1 008,5 ლარი 100%:
მიზნობრივი ტრანსფერი გეგმა54 685 ლარი, ფაქტი - 49 928 ლარი 91%:
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გეგმა 2 513 700 ლარი, ფაქტი -2 437 100 ლარი 97%:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გეგმა 452 300 ლარი ფაქტი - 433 300 ლარი 96%:
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული (სეტყვა) გლეხების საკომპესაციოთ გამოიყო 423 200 ლარი, რომელიც გაიცა ქ.ამბროლაურის, ძირაგეულის, კვაცხუთისა და გორის მოსახლეობსზე.
სხვა შემოსავლები: 2014 წელს სხვა შემოსავლებიდან შემოსულობების მოცულობა დაიგეგმა 524 366 ლარის ოდენობით, ხოლო ფაქტიურმა შემოსავებმა შეადგინა 582 508 ლარმა 111%. მათ შორს:
მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის გეგმა 445 000 ლარი, ფაქტი-475 711 ლარი 105,8%;
შემოსავალი იჯარიდან გეგმა 2000 ლარი, ფაქტი-1 350 ლარი 67,5%,
დეპოზიტებიდან პროცენტი გეგმა 16 616 ლარი, ფაქტი-27 590 ლარი 168%,
ჯარიმები, სანქციები და საურავები გეგმა 25 750 ლარი ფაქტი-39 655 ლარი 154%,
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები გეგმა 33 500ლარი, ფაქტი - 35 118 ლარი 104,8%.
არაფინანსური აქტივების კლება (პრივატიზაცია) დაიგეგმა 37 000 ლარის ოდენობით, ხოლო შემოსავალმა შეადგინა 7 206 ლარი 19,5%. პრივატიზაციიდან გეგმის შეუსრულებლობა გამოიწვია ქონების განკარგვის არსებული წესის შეჩერებამ.

2. გადასახდელები:

2014 წლის გადასახდელების გეგმის ფორმირება განხორციელდა შემოსულობების, არაფინანსური აქტივებისა და 2014 წლის 01 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთის (194 508 ლარი) საფუძველზე და განისაზღვრა 5 466 240 ლარის ოდენობით, რომლის ფაქტიურმა შესრულებამაც შეადგინა 4 445 863 ლარმა 81,3%.
სახეობების მიხედვით:
შრომის ანაზღაურების მოცულობა დაიგეგმა 841 400ლარი, ფაქტიური შესრულება-834 400 ლარი 99,1%;
საქონელი და მომსახურების გეგმა 1 726 500 ლარი, ფაქტი- 1 165 900 ლარი 67,5%;
სუბსიდიების მოცუბობის გეგმა165 700ლარი, ფაქტიურად გაიცა 160 900 ლარი 98,1%;
სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება განისაზღვრა 725 500 ლარით და გაიცა 717 500 ლარი 98,9%;
არაფინანსური აქტივების ზრდა ნაცვლად 1 828 100 ლარისა 2014 წელს გაიზარდა 1 443 400 ლარით, 79%.
საქონლისა და მომსახურების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გამოწვეულია 2014 წლის რეგიონალური პროექტების გარდამავლობით 2015 წელში- საერთო მოცულობით 863 939 ლარი (ლიხეთისა და ჭრებალოს წყალმომარაგება, ურავის საბავშვო ბაღი, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდებისა და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია).
 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები