ცნობა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი აღნიშნავს, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის“ პროექტის დამტკიცების შესახებ დადგენილებების მისაღებად.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის“ პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ 2015 წლის 25 ნოემბრამდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შემდეგ მისამართზე ქ. ამბროლაური, თამარ მეფის ქ. N1, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული (პასუხისმგებელი პირი ნანა აბუთიძე – საკრებულოს აპარატის უფროსი, ტელ: 595 27 21 15).

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები