ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი აღნიშნავს, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს შემდეგი დადგენილებების პროექტების განხილვა :

"დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ";

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე";

"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის
მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ".

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ 2016 წლის 25 იანვრამდე. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მისამართზე: ქ. ამბროლაური, თამარ მეფის ქ. N1, ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული (პასუხისმგებელი პირი ნანა აბუთიძე – საკრებულოს აპარატის უფროსი ტელ: 595 27 21 15).

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები