„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება  „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"დაგენილების მისაღებად.

დადგენილების პროექტის განმხილველ ძირითად კომისიად განისაზღვრა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია.
საკრებულოს კომისიებსა (საფინანსო-საბიუჯეტო კომისია; სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია; სოციალურ საკითხთა კომისია) და ფრაქციებში (ფრაქცია „ქართული ოცნება“; ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“; ფრაქცია „რესპუბლიკელები“; ფრაქცია „თემი“; ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“; ფრაქცია „დემოკრატიული ალიანსი“). დადგენილების პროექტზე საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნების, შენიშვნების და წინადადებების წარდგენის ვადაა 8 ნოემბერი.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ 2016 წლის 08 ნოემბრამდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მისამართზე: ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. N11, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული (პასუხისმგებელი პირი ნანა აბუთიძე – საკრებულოს აპარატის უფროსი ტელ: 595 27 21 15).

 

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები