ცნობა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

16 ნოემბერი 2016წ

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის 15 ნოემბერს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ" დადგენილების მისაღებად.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცა საკრებულოს კომისიებს (საფინანსო-საბიუჯეტო კომისია; სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია; სოციალურ საკითხთა კომისია; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია) და ფრაციებს (ფრაქცია „ქართული ოცნება“; ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“; ფრაქცია „რესპუბლიკელები“; ფრაქცია „თემი“; ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“; ფრაქცია „დემოკრატიული ალიანსი“) სათანადო წინადადებების და დასკვნების შემუშავების მიზნით.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განმხილველ ძირითად კომისიად განისაზღვრა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 25 ნოემბერი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების სავარაუდო ვადაა 2016 წლის დეკემბერი.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის“ პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ 2016 წლის 25 ნოემბრამდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შემდეგ მისამართზე ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. N11, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული (პასუხისმგებელი პირი ნანა აბუთიძე – საკრებულოს აპარატის უფროსი, ტელ: 595 27 21 15).

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები