ცნობა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

03 იანვარი 2017 წელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის 30 დეკემბერს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების მისაღებად.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების მისაღების ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის თებერვლისა.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აღნიშნული დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები შეიძლება წარმოადგინონ 2017 წლის 28 იანვრამდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შემდეგ მისამართზე ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. N11, ადმინისტრაციული შენობის მე–2 სართული (პასუხისმგებელი პირი ნანა აბუთიძე – საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ტელ: 595 27 21 15).

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები