ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პლანეტა.....ჩვენი პასუხისმგებლობაა.....

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2017 წლის 15 სექტემბერს საქართველოში დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო“-ს შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მდინარე რიცეულას მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს ტარდება დასუფთავების ფართომაშტაბიანი კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოგიწოდებთ ნუ დააბინძურებთ გარემოს! ერთად ვიზრუნოთ გარემოს სისუფთავესა და სილამაზეზე!

 

 

 

 

  

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები