ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N08

 2017 წლის 29 ივნისი, ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და გამგეობის საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივლისიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები