სოფ.ხიმშში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

 2017 წელში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხიდიკრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხიმშში დასრულების სტადიაშია. გზის ასფალტირების სამუშაოებს შ.პ.ს „ინჟინერი“ ასრულებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 189 000 ლარით დაფინანსდა. 2017 წლის 10 აგვისტოს მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გორდა სანიკიძე. გზის ასფალტირება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს დასრულდება.

 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები