შეხვედრა ხიდიკრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან

  2017 წლის 13 სექტემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრები, საკრებულოს სხვა დეპუტატებთან ერთად, ხიდიკრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების: კვაცხუთისა და ხიმშის მოსახლეობას შეხვდნენ და „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიმშში მდ. რიონზე არსებული ხიდიკრის ახლადრესტავრირებული ხიდისათვის დავით (დათუნიკა) სხირტლაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ინიციატივა გააცნეს. აღნიშნული საკითხი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის ივლისში დარეგისტრირდა. მის თაობაზე ინფორმაცია ადგილობრივ გაზეთსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრაზე დამსწრეებმა გაიხსენეს დათუნიკა სხირტლაძის მრავალფეროვანი შემოქმედება და მისი პიროვნების განსაკუთრებულობა. სოფლების კვაცხუთისა და ხიმშის მოსახლეობის განცხადებით დათუნიკას ხსოვნის უკვდავსაყოფად განხორციელებული ყოველი ქმედება მისასალმებელია, რის გამოც, ისინი მხარს უჭერენ შეხვედრაზე განხილულ ინიციატივას.

 

 

 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები